სიახლეები
რჩევები, ინტერვიუ

„თუ ბავშვისთვის სათვალე აუცილებელია და არ გაიკეთებს, მხედველობას ოპერაციითაც ვეღარ აღიდგენს“
09-03-2018
-
+


თვალის დაავადებებით მსოფლიოში მილიონობით ბავშვი იტანჯება. არასწორი მიდგომითა და უყურადღებობით, წლებთან ერთად, პრობლემა ღრმავდება და, საბოლოოდ, ხშირ შემთხვევაში, ცუდი შედეგით მთავრდება. თვალის დაავადებები ძირითადად გენეტიკით განისაზღვრება, თუმცა არსებობს სხვა შემთხვევებიც, რომელთა უგულებელყოფა არ შეიძლება.

როდის და როგორ უნდა გამოვიკვლიოთ ბავშვის თვალი, როგორ ავაცილოთ თვალში სინათლის კარგვა, როგორ მოვუაროთ ჯანმრთელ თვალებს? ამ და სხვა კითხვებზე ექიმმა ოფთალმოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, ნინო კვარაცხელიამ გვიპასუხა.

- ქალბატონო ნინო, როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს თვალთან დაკავშირებული პრობლემა აქვს?

- მხედველობის დაქვეითების მიმანიშნებელია თვალის მოჭუტვა, თვალების სრესა, ახლოს მისვლა ტელევიზორთან... ამ ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს, მაგრამ თუ არ არის მსგავსი ტიპის ჩივილები, მაინც სავალდებულოა, სანამ ბავშვს სკოლაში შევიყვანთ, ერთხელ მაინც ჩავუტაროთ მხედველობის ორგანოს სრულფასოვანი გამოკვლევა... უნდა ვიცოდეთ, მზად არის თუ არა თვალი იმ დატვირთვისთვის, რასაც წერა-კითხვა და განათლების მიღება ჰქვია.

- ბავშვებში ყველაზე ხშირად თვალის რა  პრობლემას აწყდებით?

- ბავშვებში მხედველობის დაქვეითების ყველაზე ხშირი მიზეზებია რეფლაქციური მანკები. რეფლაქციურ მანკში მოიაზრება ახლომხედველობა, ანუ უბრალო ენაზე მინუსი, შორსმხედველობა, ანუ პლუსი და ასტიგმატიზმი. ამ სამი დაავადებიდან უფრო ხშირია ახლომხედველობა. ახლომხედველობა უფრო მეტ ყურადღებასაც მოითხოვს, რადგან ეს არის პროგრესირებადი დაავადება, რაც გულისხმობს იმას, რომ ასაკის მატებასთან ერთად, მხედველობა უარესდება. სანამ არ დადგება ის ასაკი, როდესაც ეს პროცესი ჩერდება. ეს არის 18-19 წელი. ამ ასაკამდე აუცილებელია სათვალის ტარება. სათვალის გადაგდება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ოპერაციული გზით, ლაზერული კორექციით 18-19 წლის ასაკში. რაც შეეხება შორსმხედველობას და ასტიგმატიზმს, უფრო დადებითი დინამიკის მქონე დაავადებებია. ისინი არ პროგრესირებენ. შესაბამისად, მათი მკურნალობა  და სათვალის გადაგდება შესაძლებელია 9 წლის ასაკიდან, თუ ბავშვი ფსიქოლოგიურად მზად არის ოპერაციისთვის, რომლის ხანგრძლივობაც მხოლოდ რამდენიმე წამია.

- სანამ აღნიშნულ ასაკს მიაღწევენ, სათვალის ტარება აუცილებელია? 

- დიახ, რაც ხშირად დიდი პრობლემაა. პირველ რიგში, მშობელმა და ექიმმა კარგად უნდა აუხსნან ბავშვს, რამდენად საჭიროა ეს. სათვალის ტარება ამ სამი დაავადების დროს აუცილებელია, რათა არ ჩამოყალიბდეს კიდევ ერთი არასასიამოვნო, სხვა ტიპის დაავადება, რომელსაც ზარმაცი თვალი ჰქვია. სათვალის ტარება საჭიროა იმისათვის, რომ ტვინს მიეწოდოს სწორი ინფორმაცია და არ მოხდეს მისი გაზარმაცება და ფუნქციის დაკარგვა. თუ ტვინს პატარა ასაკში არ მივაწვდით  სრულყოფილი ინფორმაციას, მერე ყალიბდება ზარმაცი თვალი, რაც იმას გულისხმობს, რომ სათვალეშიც ვეღარ ვხედავთ და ვერც ოპერაციის მერე დავინახავთ.

თუ ბავშვი ჯერ არ ლაპარაკობს, ვერც გვეტყვის, რომ რაღაცას ვერ ხედავს. ასეთ დროს შეგვიძლია ცალ თვალზე ავაფაროთ და რაღაც დისტანციაზე ვაჩვენოთ რაიმე საგანი, რომელსაც ცნობს. იგივე გავიმეოროთ მეორე თვალზეც. თუ რომელიმე თვალზე პრობლემაა, ბავშვს ან ხასიათი გაუფუჭდება, ან დააყოვნებს რეაქციას. ასე შევძლებთ გავარკვიოთ, ხომ არ აქვს პრობლემა ცალ თვალზე. ხშირად გვაქვს შემთხვევა, როცა ბავშვი ცალი თვალით ხედავს, მეორე კი უკვე გაზარმაცებულია და სხვა პრობლემაა დაწყებული. თუ ბავშვი უკვე საუბრობს, ასევე ცალ თვალზე აფარებით მოვახდენინოთ ამა თუ იმ საგნის გამოცნობა და დროულად მივმართოთ ექიმს.

უკვე შესაბამის ასაკში, ოპერაციის წინ დასმულ კითხვაზე, რამდენ პროცენტს დაინახავს პაციენტი, პასუხი ყველასთვის ერთი და იგივე გვაქვს - დაინახავს ზუსტად იმდენს, რამდენსაც ხედავს მაქსიმალურად კარგად შერჩეულ სათვალეში. ანუ თუ სათვალითაც ვერ ვხედავთ იმის გამო, რომ სათვალე თავის დროზე არ გვკეთებია და განვითარდა ზარმაცი თვალი, და თუ ოპერაციამდე ხედავს 60%-ს, ოპერაციის შემდეგაც 60%-ს დაინახავს და არა - 100%–ს. ოპერაციის შედეგი ყველას იმის შესაბამისი აქვს, თუ როგორ მოიქცა მანამდე. ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვობასა და მოზარდობისას ტვინთან სწორი ინფორმაცია მიდიოდეს.

- სათვალის ტარება რომ ხშირ შემთხვევაში დამთრგუნველია ბავშვისთვის?

- დიახ, ხშირად ასეა და თუ ბავშვთან ექიმისა და მშობლის ლაპარაკი არ ჭრის, უნდა შევეცადოთ, რომ თავიდან მხოლოდ სახლის პირობებში მაინც გავაკეთებინოთ სათვალე და ქუჩაში - არა. როდესაც ბავშვი მიეჩვევა და ტვინმა იცის, რა არის კარგი ხედვა, დიდი ალბათობაა, რომ  გარეთ გაკეთების მოთხოვნილებაც გაუჩნდება. თუ მაინც ვერ დავითანხმებთ ამაზე, სათვალის ალტერნატივაა კონტაქტური ლინზა. ოპერაციის გაკეთებამდე, რომელიმე აუცილებლად უნდა ატაროს ბავშვმა.

- თვალის ეს დაავადებები თანდაყოლილია თუ შეძენილი?

- სამივე შემთხვევაში გენეტიკურ განწყობასთან გვაქვს საქმე. მაგალითად, ახლომხედველობის წარმოშობაში არსებობს სამფაქტორიანი თეორია. პირველი გენეტიკაა, რომელიც 85%–ს განსაზღვრავს. მეორეა შეუსაბამობა თვალის კუნთის ენერგიის ხარჯვასა და იმ დატვირთვას შორის, რასაც ბავშვი აკეთებს. ეს წარმოიშობა სწორედ კომპიუტიზირებული ცხოვრებით – დიდხანს ჯდომა  კომპიუტერთან, ტელეფონთან... რაც უფრო წვრილია დეტალი მხედველობითი დატვირთვის დროს, თვალი გაცილებით მეტ ენერგიას ხარჯავს და ზიანდება. მესამე კი არის გრძელი თვალის ღერძის მქონე ადამიანი, როდესაც თვალის უკანა პოლუსის სისუსტე გვაქვს. 

შორსმხედველობა მხოლოდ და მხოლოდ გენეტიკურია. ასტიგმატიზმი თვალის ყველაზე წინა გარსის რქოვანის არასფერული ფორმაა. ასტიგმატიზმიც გენეტიკურია - ასეთი ფორმის რქოვანით იბადებიან, ან ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს თუ რქოვანაზე განხორციელდა რაიმე მექანიკური ტრამვა, ან რქოვანის რაიმე სერიოზული ანთება გადაიტანა ბავშვმა, რაც ძალიან იშვიათია.  

- როგორ უნდა მოვუაროთ თვალებს, რა გავითვალისწინოთ, რა საკვები უნდა მივცეთ ბავშვებს?

- პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ატარონ სათვალე,  რომ არ განვითარდეს ზარმაცი თვალი. ახლომხედველობის დროს გათხელებულია ბადურა გარსის ქსოვილები. ამიტომ, ბადურა გარსისთვის კარგი საკვებია ა ვიტამინი, ომეგა სამი, თევზის პროდუქტები. კარგია ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესი – ცურვა, სუფთა ჰაერი, მზის სხივები... როცა უკვე არსებობს ჩამოყალიბებული დაავადება, კომპიუტერთან დიდი დროის გატარება იმის მაპროვოცირებელია, რომ ტემპი დაჩქარდება და მხედველობა უფრო გაუარესდება.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება