მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხვანჭკარის საჯარო სკოლაში მოეწყო მოსწავლეთა ნახატების გამოფენა ,,ქალი-სამყაროს შემოქმედი", რომელიც მიეძღვნა ქალთა დღეს - 8 მარტს.
გამოფენას ხელმძღვანელობდა ხელოვნების პედაგოგი ნინო ლუხუტაშვილი, რომელმაც პირველი კლასიდან დაწყებული მე-12 კლასის ჩათვლით თითქმის ყველა ბავშვი ჩართო ამ პროექტში.
თითოეული ნახატი ორიგინალურობითა და თავისი უნიკალურობით გამოირჩეოდა, მოსწავლეების შემოქმედებამ მნახველს უდიდესი სიამოვნება მიანიჭა და აგრძნობინა ის ძლიერი სიყვარული, რომელიც მათ სამყაროს და ზოგადად სილამაზის მიმართ აქვთ.
როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოსწავლეებმა გამოფენილი ნახატებით შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ შემოქმედება დროისა და სივრცის მიღმა არსებობს, ისევე როგორც სიყვარული. სწორედ ხელოვნების გზით გადმოცემული ეს ძლიერი გრძნობა გახდა მნახველთა აღფრთოვანების მიზეზი.
იხილეთ ფოტოები
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
როგორი ამინდი იქნება თბილისა და რეგიონებში 2 აგვისტოს ჩათვლით - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია
2024 წლის ეროვნული გამოცდების ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი - ერთთვიანი პერიოდის შეჯამება Etaloni.ge-სგან
„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“