სიახლეები
სიახლეები

თანხის გადახდა არ ნიშნავს წარმატებულ რეგისტრაციას - რა უნდა ქნათ, თუ მონაცემი არასწორად მიუთითეთ
14-04-2022
-
+


საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაციისთვის ვადა აპლიკანტებს დღეს 18:00 საათზე ეწურებათ.  რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.   

საგნის, სპეციალური უფროსი მასწავლებლისა და პროფესიული უნარების გამოცდებში  მონაწილეობის საფასურია 50 ლარი. პრაქტიკოსი და სპეციალური პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის რეგისტრაცია შესაბამისი გამოცდისათვის უფასოა. 

თანხის გადახდის შემდეგ უნდა შეცვიდეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული გვერდის ვებგვერდზე online.naec.ge და გაიაროთ რეგისტრაცია - არ დაგივიწყდეთ! ყველა ველის შევესების შემდგომ დააჭიროთ შენახვის ღილაკს.

აღსანიშნავია, რომ გამოსაცდელს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ არ აქვს უფლება, შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული მონაცემები. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტი რეგისტრაციისას შეცდომას დაუშვებს მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს. 

აღსანიშნავია, რომ ცენტრი არ იძლევა გარანტიას, რომ აპლიკანტის მოთხოვნა აუცილებლად დაკმაყოფილდება, თუმცა თუკი რეგისტრაციისას შეცდომით მიუთითეს მონაცემი, ცენტრში განაცხადის დაწერა არის ერთადერთი გზა, რათა შეცდომის გამოსწორების შანსი მოგეცეთ. 

აქვე გთავაზობთ. ცენტრის საკონტაქტო ინფორმაციას: 0322-247-33-33 (მის.: ქ.თბილისი, ე. მინდელის N9), ასევე ელექტრონულად ფოსტა: gancxadebebi@naec.ge

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა შეადგინეს რეაქციის ტოლობები, დაადგინეს ელემეტების ჟანგვის ხარისხები

„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა- მონუმენტი „საქართველოს მემატიანე“-კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეთა პროექტი ხელოვნების კვლევასა და ანალიზს დაეთმო
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება