მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯურხა ნადირაძის სახელობის საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ.
მოსწავლეები თავიანთი რაიონის მატერიალურ მემკვიდრეობას, ისტორიულ სიძველესა და მნიშვნელობას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და რაიონის ღირსეულ/ღვაწლმოსილ ადამიანებს გაეცნენ. თავად მონაწილეობდნენ საქართველოში წარმართული არაერთი ისტორიული მოვლენის გახსენების პროცესში და უკავშირებდნენ ამ მოვლენებს (ქვის ხანა, ბრინჯაოს ხანა, ბერძნული კოლონიზაცია, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა, საბჭოთა მემკვიდრეობა) ნანახს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს გიორგი წერეთლისა და ივანე გომართლის მუზეუმში დაცული ნივთების მიმართ (ეს ადამიანები სოფელ გორისაში დაიბადნენ).
მოსწავლეებს დაგეგმილი აქვთ უახლოეს მომავალში თავისი სოფლის ისტორიის შესწავლისა და პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი აქტივობების განხორციელება.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც