მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა ყოველთვის წარმატების უწყობს ფეხს თანამედროვე გამოწვევებს, სწავლა-სწავლების პროცესიც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მოსწავლეებიც დიდი ინტერესითა თუ ენთუზიაზმით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და არც ისეთ მნიშვნელოვან თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის.
ოტია იოსელიანის სახელობის, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში, სკოლის მკითხველთა კლუბის წევრები - V „ა“ კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ - ფიქრია გიორხელიძესა და ქართულის მასწავლებელ თამარ გრიგოლიასთან ერთად, ესტუმრნენ ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს და შეხვდნენ „დაჩის ზღაპრების“ მთავარ პერსონაჟს - დაჩი იოსელიანს.
„ბავშვებმა პატივი მიაგეს მწერლის საფლავს, მოირგეს ჟურნალისტის როლი და ინტერვიუ ჩამოართვეს ბატონ დაჩი იოსელიანს, დაუსვეს ძალიან საინტერესო, გულუბრყვილო და რაც მთავრია, მათივე ინტერესებით შედგენილი კითხვები. დაათვალიერეს მწერლის კარ-მიდამო, შეიტყვეს ბევრი საინტერესო რამ, როგორც მწერლის, ასევე ბატონი დაჩის შესახებაც.
ძალიან დიდი მადლობა ბატონ დაჩის მასპინძლობისთვის, სკოლის დირექტორს - ქალბატონ ფაქიზოს - იდეისთვის, ქალბატონ ფიქრიასა და მშობლებს კი - მხარდაჭერისთვის; აქტივობამ დიდი მოწონება და სიხარული გამოიწვია ბავშვებში“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც