„შენ ხან ანბანი ჩვენი ქართული“ - ქვენობნის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია მიუძღვნეს
14-04-2022
დაკოპირებულია
-
+
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, მოსწავლეებმა ქართული ენის დღეს ლიტერატურულ - მუსიკალური კომპოზიცია „შენ ხან ანბანი ჩვენი ქართული“ მიუძღვნეს.
ბავშვებმა ქართული ენისადმი მიძღვნილი რჩეული ლექსები: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა - პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება“ (ილია ჭავჭავაძე ) და „მხოლოდ დედა ენა არის ენა სულისა და გულისა!“ (იაკობ გოგებაშვილი) წაიკითხეს.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.