სიახლეები
სკოლები

ნიკორწმინდის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ღონისძიებები მიეძღვნა
14-04-2022
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებული ღონისძიებით აღნიშნეს. მოსწავლეებმა დედაენის მნიშვნელობაზე და ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე დეტალურად ისაუბრეს.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „KIU-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრის“ საქმიანობას აჯამებს


საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო - როგორ უნდა გაასაჩივრონ აბიტურიენტებმა ნაწერები

სწორი პასუხები და შეფასების სქემები ყველა საგანში - ეროვნულები 2024

გამოცდის შედეგების გასაჩივრება ხვალიდან, 7 აგვისტოდან დაიწყება - ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში კურსდამთავრებულებით ამაყობენ. ასევე განსაკუთრებულ მადლობას სკოლის პედგოგებს უხდიან, რომელთაც მოსწავლეთა განათლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით

სკოლა სიხარულით გვიზიარებს, ახალგაზრდების მაღალ ქულებს... 

„ჩვენი სკოლის ადმინისტრაცია და კლასის დამრიგებელი ნადია უშიკიშვილი, ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს სტუდენტობას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს“ 

საინტერესო

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება