მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა ქართულ ენას ლექსებით შეასხეს ხოტბა და დედაენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „KIU-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრის“ საქმიანობას აჯამებს
როგორ უნდა შეცვალოთ რეიტინგულ სიაში საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი - დეტალური ინსტრუქცია და ვადები
„ეს ყველაფერი თავდაუზოგავი შრომის შედეგია“
კურსდამთავრებულები წარმატებული მოსწავლეებიც გახლდათ და ისინი მედლების კანდიდატებიც არიან
სკოლაში კურსდამთავრებულებით ამაყობენ. ასევე განსაკუთრებულ მადლობას სკოლის პედგოგებს უხდიან, რომელთაც მოსწავლეთა განათლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით
„მთავარია ჩვენ არ გავჭედოთ ქულების ნახვის დროს!“
„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...