მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შუახევის მუნიციპალიტეტის, დღვანის საჯარო სკოლაში, დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და არც ისეთ მნიშვნელოვან თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
დღვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ო, ენავ, ჩემო, დედაო ენავ".
ღონისძიებაში საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომელშიც მონაწილეობდა თითქმის ყველა საფეხურის მოსწავლე. მათ წარმოადგინეს გამოჩენილი მწერლებისა და პოეტების ლექსები, გამონათქვამები და თემატური პუბლიცისტური წერილები.
ჩატარდა ბევრი სახალისო აქტივობა, გამოვლინდნენ კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულები, ასევე გამოვლინდა სწრაფად კითხვის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლე; ისაუბრეს ბარბარიზმების დამკვიდრების ტენდენციებზე და დასახეს მათი აღმოფხვრის გზები; დასასრულს კი ბავშვებმა ფერადი მარკერებით ხელისგულებზე ერთმანეთს დააწერეს სიტყვების სწორი და არასწორი ფორმები. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა დღვანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ირმა კეკელიძე.
14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად დაწესდა, როდესაც საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. ყველაფერი კი 1978 წლის 24 მარტს დაიწყო, როდესაც გაზეთ „კომუნისტში“ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოქვეყნდა და საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა, ქართულის ნაცვლად რუსული უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ, პროტესტი 60-ათასიან მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა, საბჭოთა კავშირის ლიდერებმა, საკუთარი ინტერესების გატარება ვერ გაბედეს და უკან დაიხიეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
3 აკრძალვა აპლიკანტებისთვის - NAEC დეტალებზე
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის მიზანი იყო შეკრება-გამოკლებაზე ცოდნის განმტკიცება