სიახლეები
სკოლები

ტაძრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემეცნებით-ინფორმაციული ღონისძიება მოაწყვეს
15-04-2022
-
+


„ენა არის ერის სული და ერის სული არის მისი ენა“ - გიორგი მთაწმინდელის სახელობის ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ტაძრისის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ღონისძიება მიეძღვნა. მოსწავლეებმა იმოგზაურეს ისტორიულ ლაბირინთებში და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი დედაენის ღირსეულ მცველებს.

მე-2 და მე-5 კლასების მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთები და მოაწყვეს შემეცნებით-ინფორმაციული ღონსიძიება. 

ტაძრისის საჯარო სკოლაში, დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და არც ისეთ მნიშვნელოვან თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად დაწესდა, როდესაც საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. ყველაფერი კი 1978 წლის 24 მარტს დაიწყო, როდესაც გაზეთ „კომუნისტში“ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოქვეყნდა და საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა, ქართულის ნაცვლად რუსული უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ, პროტესტი 60-ათასიან მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა, საბჭოთა კავშირის ლიდერებმა, საკუთარი ინტერესების გატარება ვერ გაბედეს და უკან დაიხიეს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის


საბერიოში დატრიალებული ტრაგედიის გამო 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

სკოლის ექიმის ხელფასი 800, ექთნის კი 670 ლარი იქნება - მთავრობის დადგენილება

მასწავლებელთა სქემის მუხლები 1-ელ ივლისამდეა შეჩერებული - სამინისტრო ახალ ვადებს ასახელებს

„ბაღებში კვების მენიუში დასაშვებია თანხის ცდომილება რამდენიმე თეთრით“ - დოკუმენტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასკოლო საზოგადოება - მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ახალ წელს ერთმანეთს ულოცავდნენ

სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლეებს, მათ ქორეოგრაფსა და მშობლებს

საერთაშორისო კამპანიის მიზანია მსოფლიო ბავშვების გაერთიანება მშვიდობისთვის


მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და როლები ოსტატურად შეასრულეს

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება