„გილოცავთ, ჩვენი სათაყვანებელი, მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილი ქართული ენის დღეს!“-წყემის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს
15-04-2022
დაკოპირებულია
-
+
აბაშის მუნიციპალიტეტის დ. ტყებუჩავას სახელობის სოფელ წყემის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებული ღონისძიებით აღნიშნეს.
„ყოველი საიდუმლო ამასა ენასა შინა დამარხულ არს...“ გილოცავთ დედა ენის დღეს! ჩემო ძვირფასო ერო! წყემის საჯარო სკოლის აღსაზრდელები გილოცავთ ჩვენი სათაყვანებელი, მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილი და საფიცარ-სალოცავი ქართული ენის დღეს!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.