სიახლეები
სკოლები

ჩიხარეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა
15-04-2022
-
+


ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოაწყეს. წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს, დადგეს პიესები.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „KIU-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრის“ საქმიანობას აჯამებს


„მადლობა ჩემი სკოლის ქიმიის მასწავლებელს, რომელმაც საგანი შემაყვარა“ - გაიცანით გიორგი ბალხამიშვილი, რომელმაც ქიმიაში 63-დან 62 ქულა მიიღო

როგორ უნდა შეცვალოთ რეიტინგულ სიაში საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი - დეტალური ინსტრუქცია და ვადები

პიროვნება
სკოლები
კაცხის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავენ 

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებს

საინტერესო

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება