სიახლეები
სკოლები

დედაენის ზეიმი სამტრედიის N3 საჯარო სკოლაში
15-04-2022
-
+


სამტრედიის N3 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე დიდი ზეიმით აღინიშნა.

II კლასელებმა მშობლებთან ერთად საინტერესოდ დაგეგმეს ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. დასაწყისში მოსწავლეების დედებმა გაიხსენეს დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები. 

შემდგომ გაიმართა ვიქტორინა, სადაც აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეები, ბავშვებმა პასუხები გასცეს „ბლიც“ კითხვებს.  

სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთი, მოამზადეს მუსიკალური ნომრები, მოსწავლეებმა ნახეს ვიდეორგოლები, რომელიც ქართული ენის განვითარების ისტორიას ეხებოდა.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2025 წელს მასწავლებელთა ხელფასი არ გაიზრდება? - ბიუჯეტის პროექტი უკვე ცნობილია

„მასწავლებელი ანაზღაურებას გაწეული შრომის მიხედვით უნდა იღებდეს, საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე“ 



თქვენს სკოლაში მოსწავლეთა თვითთმართველობა აქტიურია? 

ცვლილებები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - მინისტრის ბრძანება ძალაშია

პიროვნება

„მასწავლებელი ანაზღაურებას გაწეული შრომის მიხედვით უნდა იღებდეს, საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე“ 



სკოლები

სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლა

„შევუერთდეთ ევროპის ქვეყნებს!“
ცნობილ ზღაპართან ნაცნობობა მასწავლებელმა - ნინო გაგოევმა მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო მოგზაურობად უქცია

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ტრენინგზე ყურადღება დაეთმო გარემოს მდგრადი განვითარების მიზნებს

სკოლის დირექტორი რიმა მელია მისასალმებელი სიტყვით შეხვდა სასკოლო საზოგადოებას... 
საინტერესო

დღეს გაგიზიარებთ 5 რჩევას, როგორ მიიღოთ ეფექტური უკუკავშირი მოსწავლეებისგან 

მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია


სიახლეები
საზოგადოება