არაფლოს საჯარო სკოლაში დედაენის დღე მინისპექტაკლებით აღინიშნა
15-04-2022
დაკოპირებულია
-
+
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში ჩართულები იყვნენ სამივე საფეხურის მოსწავლეები. ბავშვებმა ღონისძიების ფარგლებში მინისპექტაკლები: „მეფე და მხატვარი“, „ქურდი და მამალი“, „პლანეტების სამყაროში“ და სხვ. წარადგინეს. ასევე, წარმოთქვეს ლექსები, სიმღერები და შეასრულეს ქართული ცეკვები.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.