მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ერკეთის საჯარო სკოლაში, სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და სკოლის ხელმძღვანელობა, პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების მხარდამხარ, ყველაფერს აკეთებს, რათა ბავშვები ჩართულები იყვნენ საგაკვეთილო პროცესსა თუ სასკოლო ცხოვრებაში და მათთვის სწავლა იყოს სახალისო.
ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ისიც კარგად იციან, რომ მათემატიკა საინტერესო მეცნიერებაა, რომელიც ჩვენგან მოითხოვს აზროვნებას, გონების სისხარტეს, ცოდნის მობილიზებას.
ნორჩმა მათემატიკოსებმა მონაწილეობა მიიღეს მათემატიკურ კონკურს-თამაშში - „კენგურუ“, რომელიც ერთდროულად ტარდება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.
თამაშში მონაწილე მოსწავლეთა შორის საუკეთესო აღმოჩნდა VI კლასის მოსწავლე ანასტასია ჯინჭარაძე, რომელმაც II საპრიზო ადგილი მოიპოვა.
სკოლა ულოცავს ანასტასიას წარმატებას და უსურვებს შემდგომ წინსვლას მათემატიკის ურთულესი მწვერვალების დასაპყრობად.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...