წევის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ენა დედაა ერისა“ ჩატარდა
15-04-2022
დაკოპირებულია
-
+
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევის საჯარო სკოლაში 14 აპრილს დედაენისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ენა დედაა ერისა“ ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო შეჯიბრი „ვინ უკეთ წერს“. გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის ცოდნაში. ღონისძიების ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სიგელით. ღონისძიების წამყვანი და სულის ჩამდგმელი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან ცერცვაძე.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.