საგურამოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედაენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
15-04-2022
დაკოპირებულია
-
+
დავით გურამიშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან, ირმა ჩალაურთან და ხელოვნების მასწავლებელ, მეგი მთვარელიშვილითან ერთად 14 აპრილს დედაენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს, სადაც თავიანთი შემოქმედება წარადგინეს.
მოსწავლეებმა ღონისძიების ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელეს.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.