მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოსწავლეთა სადიაგნოსტიკო ტესტირება უკვე დაიწყო, თუმცა მშობლების ნაწილი სიახლეს მაინც აპროტესტებს, ნაწილი კი აღნიშნავს, რომ მოსწავლეთა სწავლის შედეგების დადგენა მართლაც დროულია, რადგან პანდემიამ ბავშვების განათლებაზე თავისი კვალი დატოვა.
ერთ-ერთი მშობელი სოციალურ ქსელში, მშობლებისთვის განკუთვნილ ჯგუფში ვრცელ წერილს აქვეყნებს.
„ძვირფასო მშობლებო, უმორჩილესად გთხოვთ არ დაიზაროთ, თქვენი პოზიციის დაფიქსირება, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გვაუწყა და აპირებს რამდენიმე დღეში მოსწავლეებს ჩაუტაროს „დიაგნოსტიკური“ შეფასება.
შეფასებისთვის ყველა საგანში ცალ-ცალკე ბავშვებს ჩაუტარდებათ ტესტირება ანუ გამოცდა. ეს სამინისტროს მიერ ახსნილია სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებისთვის ანუ მოსწავლეების და პედაგოგების ირიბად (ან პირდაპირ) „შეფასების“ ანუ „დიაგნოსტიკის“ მიზნით.
საყურადღებო და მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ასე ვთქვათ „დიაგნოსტიკა“ ჩატარდება როგორც ახლა რამდენიმე დღეში, ასევე სასწავლო წლის ბოლოსაც.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ სკოლებს არ აქვთ ინფორმაცია რა სახის ან ფორმატის კითხვარი იქნება მიწოდებული, ვის მიერაა შედგენილი და წელიწადში რა სიხშირით უნდა ჩაუტარდეთ ეს „დიაგნოსტიკა“. კითხვები უამრავია და პასუხი არა.
მაშინ როცა ჩვენმა შვილებმა გადაიტანეს ის სირთულეები, რაც პანდემიით იყო გამოწვეული, კითხვას ბადებს ნახევრად დაფარული ინფორმაცია, ასევე საყურადღებოა ის რომ დაჩქარებული ,,დიაგნოსტიკა'' და + იმავეს ფაქტიურად ერთ თვეში გამეორება, რა შეგედის მომტანია და ასახავს თუ არა რამე რეალობას.
ძვირფასო მშობლებო კითხვები ბევრია - მაშინ, როცა მოხსნეს სკოლებში გამოცდები, რას ემსახურება ასეთი ნაუცბათევი „დიაგნოსტიკა“ და ყველაზე მთავარი არის ის, რომ რა სახელიც არ უნდა დაარქვან ეს არის ბავშვისთვის გამოცდის ჩატარება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ნიშანი იწერება თუ არა.
წარმოდგენა იქმნება თითქოს განათლების რეფორმით შეფუთული „დიაგნოსტიკა“ ერთ დღეს „დაიბადა“ ვიღაცის თავში და მეორე დღეს ჩვენი შვილები გახდენ სამიზნეები.
და კიდევ ერთი - ჩვენ, მშობლები ვზრუნავთ ჩვენი შვილების განათლებისთვის და არ ვიმსახურებთ იმას, რომ არც ჩვენ და არც ჩვენი შვილები ასე რამდენიმე დღით ადრე დააყენონ ფაქტის წინაშე.
და თუ ეს „დიაგნოსტიკა“ და დონის განსაზღვრა, განვითარებას ემსახურება მაშინ კეთილი ინებონ და ჩაატარონ სასწავლო წლის დასაწყისში და დასასრულს და არა დაუგეგმავად და ქაოტურად“, - წერს მოსწავლის მშობელი.
მშობელთა ნაწილი მის პოზიციას იზიარებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ სადიაგნოსტიკო ტესტირებაში სანერვიულო და საშიში არაფერია.
„ძალიან კარგია თუ ჩატარდება მოულოდნელად. ასე უფრო კარგად გამოჩნდება სწავლის დონე სკოლებში“.
„ვფიქრობ, უნდა ჩატარდეს. ონლაინ სწვლებამ ძალიან დაგვაზარალა როგორც ბავშვები, ისე პედაგოგები. გავიგოთ, რა ვიცით და რა არ ვიცით. რა გაკეთდა სწორად ამ 2 წლის განმავლობაში და რა არა“.
„აქამდეც უნდა ჩატარებულიყო. სკოლაში რომ განათლების დონე ძალიან დაბალია, ძალიან ცუდად შედგენილი და კიდევ ამა თუ იმ სკოლის მიერ არჩეული გამოუსადეგარი სახელმძღვანელოების გამო, ფაქტია. იქნებ ამ შედეგების წყალობით მაინც შეიძლება გამოფხიზლდეს განათლების სამინისტრო“
იხილეთ ასევე: მოსწავლეთა სადიაგნოსტიკო შეფასება 18 აპრილიდან დაიწყება - დეტალები
მოსწავლეთა ტესტირებას ყველა სკოლა ინდივიდუალურად ჩაატარებს- სამინისტროს განმარტება
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ