სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლები კომპლექსური დავალებების მეთოდურ სახელმძღვანელოში შეტანას ითხოვენ
14-05-2022
-
+


ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში პედაგოგებმა მოსწავლეებს ცოდნა კომპლექსური დავალებებით უნდა გაუღრმავონ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პარალელურად მასწავლებლების გადამზადება დაიწყო. პედაგოგებს ტრენინგები ჩაუტარდათ, სადაც ე.წ. ქოუჩებმა კომპლექსური დავალებების შექმნა და ეფექტურად დაგეგმვა ასწავლეს, მასწავლებელთა დასახმარებლად შეიქმნა გვერდიც - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - ზოგადი განათლების რეფორმა. სამინისტროს ვებ-გვერდზე კი მუდმივად ნახლდება კომპლექსური დავალებების ბანკი სხვადასხვა საგანში. მიუხედავად ციფრული რესურსებისა, მასწავლებლები ითხოვენ, კომპლექსური დავალებების ყველა არსებული ნიმუში მეთოდურ სახელმძღვანელოში შევიდეს. etaloni.ge-ს პედაგოგები ესაუბრებიან.

„ვისურვებდი, კომპლექსური დავალებების ნიმუშები, რომელიც სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული, წიგნში დაიბეჭდოს. ჩვენ გვაქვს მეთოდური სახელმძღვანელო და ვფიქრობ, მასწავლებლებს გაგვიმარტივდებოდა მუშაობა, თუ კომპლექსური დავალებებიც ამ სახელმძღვანელოში გვექნებოდა“.

„კარგია ტრენინგებიც და ინტერნეტსივრცეში განთავსებული რესურსებიც, რომლებიც პედაგოგებისთვის იქმნება, თუმცა გათვალისწინებული უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ყველა მასწავლებელს არ შეუძლია ინტერნეტში მოიძიოს კომპლექსური დავალებების ნიმუშები სხვადასხვა მიზეზის გამო, ზოგს კომპიუტერული მოწყობილობა არ აქვს, ზოგს შესაბამისი ცოდნა, სად მოიძიოს სასურველი ინფორმაცია. ვიღაც იტყვის, 21-ე საუკუნეში ყველამ უნდა იცოდეს კომპიუტერის მოხმარებაო, თუმცა ეს ცალკე საკითხია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. სამწუხაროდ, ეს „სუსტი წერტილი“ დისტანციური სწავლების დროს ყველაზე კარგად გამოჩნდა. ამიტომ, უმჯობესია, წიგნად დაიბეჭდოს კომპლექსური დავალებების ის ნიმუშები, რასაც სამინისტრო პედაგოგებს სთავაზობს“.

„მივესალმები კომპლექსური დავალებების მეთოდურ სახელმძღვანელოში შეტანას. ასე უფრო მარტივად დაგეგმავდა ყველა მასწავლებელი შესაბამის აქტივობას თუ თითოეული ნაბიჯი სახელმძღვანელოში იქნებოდა გაწერილი“.

„ინტერნეტი და კომპიუტერი შეიძლება ყველას არ გვქონდეს, მეთოდური სახელმძღვანელოები კი ყველა მასწავლებელს გვაქვს, მომწონს იდეა და ვისურვებდი, მომდევნო წლიდან ამ სიახლით გაგვახარონ“.

მეთოდური სახელმძღვანელოები იგივე მასწავლებლის წიგნები საგნების მიხედვითაა შექმნილი. მასში, მისაღწევი შედეგებიდან გამომდინარე, დეტალურადაა გაწერილი ყველა გაკვეთილი, რომელ თემას რამდენი საათი უნდა დაეთმოს, რომელ გაკვეთილზე რა აქტივობის გამოყენებაა სასურველი. სწორედ აღნიშნულ წიგნში ითხოვენ მასწავლებლები კომპლექსური დავალებების ნიმუშების ჩამატებას. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება