მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას გამოფენა მიეძღვნა.
გამოფენაში მე-2ა, მე-4ა, მე-5ა, მე-9ა, მე-10ა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ორგანიზატორები ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგი ინგა მიქელაძე და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი ნათია ჩხეტიანი იყვნენ.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსწავლეებმა 9 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და მისი შედეგების შესახებ ისაუბრეს, თავიანთი პოზიცია მკვეთრად დააფიქსირეს.
მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
ღონისძიების მიზანი დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და იმის არდავიწყება იყო, რაც 9 აპრილს რუსთაველის გამზრიზე მოხდა.
„9 აპრილი ყველაზე მძიმე დღეა.
9 აპრილის ტრაგედია - 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგედ დაიღუპა 21 ადამიანი და დაშავდა მრავალი. მოსწავლეებმა გააკეთეს ჩანახატები 9 აპრილზე, გამოთქვეს საკუთარი აზრი, დაგმეს საბჭოთა რუსეთის პოლიტიკა.
„ყველას სიყვარულში გიტყდებით
გლოცავთ და მიშრება ხელი
ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები
ვაჩუქოთ ერთმანეტს ცრემლი. “
მორის ფოცხიშვილის ეს ლექსი - „ტიტები“ უკვე ჰიტი იყო. ამ ტექსტზე დაწერილი სიმღერაც, რომლის მაშინდელი ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა შეასრულეს, ტელევიზორში მუდმივად ტრიალებდა.
„ოცდაერთ სიცოცხლეს ნიჩბებით გაჩეხილს
ასობით მოწამლულ ქართველს....
თაყვანისცემა და პატივი დიდება,
დაღუპულთ ავუნთებთ სანთელს...
კვლავ გავა წლები და აპრილი ჩვეულად
შემოვა ასობით ფერით
ეს დიდი ტკივილი არასდროს გაქრება
სანამ იარსებებს ერი.“
მუდამ გვემახსოვრება 9 აპრილი, რომლის შედეგად საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...