სიახლეები
სიახლეები

სწორი პასუხი მაინც 0 ქულით შეფასდება, თუ... - „ნაეკის“ დამატებითი განმარტებები
18-04-2022
-
+



შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საბუნებისმეტყველო საგნების ტესტთან დაკავშირებით, აბოტურიენტების აქტუალურ კითხვას პასუხობს.

1. მაინტერესებს, რას ამოწმებს და, ზოგადად, რა უნარების შემოწმებაზეა ორიენტირებული ქიმიის ტესტი? 
საგამოცდო ტესტით ძირითადად მოწმდება: პროგრამული მასალის ცოდნა და კონკრეტულ ამოცანებში ამ ცოდნის გამოყენების უნარი; გრაფიკებით, სქემებით, ცხრილებითა და დიაგრამებით მოწოდებული ინფორმაციის გაგებისა და ანალიზის უნარი; ასევე მოცემული ამოცანის პირობიდან არსებითი (პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელი) მონაცემების შერჩევის უნარი და უცნობი, არასტანდარტული ამოცანის დამოუკიდებლად ამოხსნის უნარი. 
გამოცდაზე დიდი ყურადღება ექცევა, თუ როგორ შეუძლია აბიტურიენტს:
• ქიმიური სახელწოდებიდან ნივთიერების ფორმულის შედგენა და პირიქით, ფორმულის მიხედვით ნივთიერების დასახელება (როგორც არაორგანული, ასევე ორგანული ნაერთების შემთხვევაში);
• კავშირის დამყარება სხვადასხვა კლასის ნაერთებს შორის;
• სხვადასხვა მოცემულობის მიხედვით ქიმიური რეაქციების ტოლობების შედგენა და მათი გათანაბრება, მაგალითად: ჟანგვა-აღდგენითი რეაქციის გათანაბრება ელექტრონული ბალანსის ჩვენებით; რეაქციაში გამოტოვებული ნივთიერებების დადგენა, იონური მიმოცვლის რეაქციის შედგენა, მოცემული სიტყვიერი ინფორმაციის მიხედვით რეაქციის ტოლობის შედგენა და სხვ.  
• ამოცანების ამოხსნა, რომლებიც მოითხოვს ქიმიაში საჭირო გამოთვლების შესრულებას.
 
2. ქიმიის გამოცდაზე ცხრილები დაგვირიგდება? 
გამოცდაზე აბიტურიენტებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ შემდეგი დამხმარე მასალით: ქიმიურ ელემენტთა პერიოდულობის ცხრილით; ფუძეების, მჟავებისა და მარილების ხსნადობის ცხრილით; მეტალთა ძაბვის ელექტროქიმიური მწკრივით. დამხმარე მასალა აბიტურიენტებს დაურიგდებათ გამოცდის დაწყებისას. 
 
3. ვაბარებ ქიმიას, რა უნდა გავითვალისწინო, რას მირჩევთ? 
• მეცადინეობისას ყურადღება მიაქციეთ, თუ რა საკითხებია შეტანილი საგამოცდო პროგრამაში და გადაამოწმეთ, იცით თუ არა ისინი. ტესტში შეტანილი საკითხები არ გასცდება სასკოლო სახელმძღვანელოებს, თუმცა, რასაკვირველია, მეცადინეობისას შეგიძლიათ დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენებაც;
• ბევრი ივარჯიშეთ ქიმიური რეაქციების ტოლობათა შედგენასა და მათ გათანაბრებაზე;
• ივარჯიშეთ გამოთვლითი ამოცანების ამოხსნაში, ამ დროს ყურადღება მიაქციეთ არითმეტიკული გაანგარიშებების სიზუსტეს;
• ყურადღებით გაეცანით წინა წლებში გამოყენებულ ტესტებს, ასევე მათი შეფასების სქემებს (ეს ყველაფერი ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული), რაც სათანადო წარმოდგენას შეგიქმნით მთლიანად საგამოცდო ტესტის ფორმატზე, ტესტური დავალებების ტიპებზე, აგრეთვე მათ სირთულესა და შეფასების სისტემაზე. 
 
4. გალვანური ელემენტი ან კეტონები თუ შედის ქიმიის ტესტში? 
არ შედის. გირჩევთ, მსგავსი კითხვები  გადაამოწმოთ საგამოცდო პროგრამაში. იხილეთ ბმული.
 
 
5. რამდენი კითხვაა ორგანული ქიმიიდან და არაორგანული ქიმიიდან? 
საერთო ქულების დაახლოებით ერთი მესამედი ორგანული ქიმიის საკითხებზე მოდის, დანარჩენი ქულები გადანაწილებულია ზოგადი და არაორგანული ქიმიის საკითხებზე. 
 
6. ბუნებაში წარმოქმნილი ნაერთების სახელების ცოდნა თუ მოგვეთხოვება?
მინერალების სახელწოდებების დაზეპირება პროგრამით არ მოგეთხოვებათ.
 
7. ფიზიკის გამოცდაზე ძირითადად რა მოგვეთხოვება აბიტურიენტებს?
აბიტურიენტს ძირითადად მოეთხოვება საგამოცდო პროგრამით განსაზღვრული ფაქტობრივი მასალის ცოდნა; ამ ცოდნაზე დაყრდნობით ბუნებაში მიმდინარე არსებითი პროცესების დახასიათება და ანალიზი; გრაფიკებიდან, სქემებიდან, ცხრილებიდან და დიაგრამებიდან საჭირო ინფორმაციის მოპოვება და გამოყენება მოცემული ამოცანის გადასაჭრელად.
 
8. ფიზიკაში მექანიკიდან რამდენი დავალება შეგხვდება?
ტესტურ დავალებათა 50%- ზე მეტი მექანიკის დავალებებზე მოდის.
 
9. ფიზიკაში, რამდენი ღია დავალებაა და რამდენი დახურული? რა უნდა გავითვალისწინოთ მათზე მუშაობის დროს?
ფიზიკაში არჩევითპასუხიანი 35, შესაბამისობის ტიპის - 2 და 4 ღია დავალებაა.
დავალების I ტიპი _ რამდენიმე სავარაუდო ვარიანტიდან უნდა აირჩიოთ ერთადერთი სწორი პასუხი (ე. წ. არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალება) და მონიშნოთ X-ით შესაბამისი უჯრა პასუხების ფურცელში. თითოეული ამგვარი დავალება ფასდება 1 ქულით. დავალების II ტიპი შესაბამისობის პოვნაა. ამ დავალებაში უნდა იპოვოთ შესაბამისობა ცხრილის სახით წარმოდგენილ ორ ჩამონათვალში მოცემულ მოვლენათა ან ობიექტთა შორის, მაგ., ციფრებით დანომრილ თითოეულ ობიექტს თუ მოვლენას უნდა შეუსაბამოთ ანბანით დანომრილი ობიექტი თუ მოვლენა და ცხრილის სათანადო უჯრაში დასვათ ნიშანი X. შესაბამისობა შეიძლება არ იყოს ურთიერთცალსახა (ანუ რომელიმე მოვლენას ან ობიექტს ერთი ჩამონათვალიდან შეიძლება შეესაბამებოდეს ერთი, ერთზე მეტი ან არც ერთი _ მეორიდან). (იხ. ნიმუში). დავალება ფასდება ცხრილის სწორად შევსებული სვეტების ან სტრიქონების რაოდენობას მინუს 1 ან 2 ქულით. დავალების III ტიპია მოცემული ამოცანის ამოხსნა. ამ შემთხვევაში მოცემულია ამოცანის პირობა და დასმულია ერთი ან რამდენიმე კითხვა. თითოეულ კითხვას შეესაბამება ერთი სწორი პასუხი. დავალების ამოხსნისას ნათლად უნდა წარმოადგინოთ პასუხის მიღების გზა. შესაძლებელია, ზოგიერთი ამოცანა იხსნებოდეს რამდენიმე ხერხით. ამ შემთხვევაში საკმარისია აჩვენოთ ამოხსნის ერთ-ერთი გზა.
 
10. ზღვარი რამდენია ფიზიკის და დრო რამდენი გვაქვს გამოცდაზე?
ტესტის მაქსიმალური ქულაა 63, ხოლო ტესტზე მუშაობისათვის გამოყოფილია 3 საათი. ზღვარი დაძლეულად ჩაგეთვლებათ, თუ მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს გადალახავთ.
 
11. თუ გამოყვანა არ დავწერე და პირდაპირ პასუხი ჩავწერე, არ შეფასდება ნაშრომი?
ღია დავალებებში მხოლოდ პასუხი ფასდება ნული ქულით. აუცილებლად უნდა ჩანდეს ის გზა, რომლითაც აბიტურიენტი მივიდა შედეგამდე. 
 
12. ფიზიკაში რომელ სახელმძღვანელოს გვირჩევთ?
ნებისმიერი გრიფირებული სახელმძღვანლო გამოგადგებათ მოსამზადებლად.
 
13. ამოცანების გამოყვანის ნიმუშები თუ გიდევთ სადმე?
ამოხსნების ნიმუშები მითითებულია კრებულში აბიტურიენტებისათვის.
 
14. შავ ფურცელზე თუ სწორად მიწერია და გადათეთრება ვერ მოვასწარი, შავ ფურცელს გაითვალისწინებთ?
გაითვალისწინეთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი, შავ ფურცლებზე მითითებული ინფორმაცია არ იქნება გათვალისწინებული შეფასების დროს.
 
15.   ბიოლოგიაში კომბინირებული დავალების შესრულებისას რა უნდა გავითვალისწინოთ?
კომბინირებული დავალების შესასრულებლად საჭიროა როგორც თეორიული მასალის საფუძვლიანი ცოდნა, ისე მათი განზოგადება და მართებული დასკვნის გამოტანა. გირჩევთ დაანაწევროთ საკითხი, კარგად გაიაზროთ და შემდეგ დააკავშიროთ ერთმანეთთან და ზოგადი დასკვნა დაწეროთ. ეტაპობრივად გადაჭრათ პრობლემა.
 
16. გენეტიკის ამოცანებს რა ადგილი ეთმობა ტესტში?
ტესტში დავალებები პროგრამის შესაბამისად თანაბრად არის წარმოდგენილი და  ყველა ძირითად პროგრამულ საკითხს მოიცავს. შესაბამისად, ტესტში გენეტიკის საკითხებს დაახლოებით  6-9% ეთმობა. 
 
17. ეკოლოგიური ფაქტორიები შედის ტესტში?
 საჭიროა  იხელმძღვანელოთ საგამოცდო პროგრამით, ყურადღებით გაეცნოთ საკითხებს და სასწავლო სახელმძღვანელოებიდან მოამზადოთ თემები. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, გიდასტურებთ, რომ საკითხი პროგრამულია.
 
18. თუ გვეკითხებიან, რომ მოცემული სტრუქტურის ფუნქცია დავწეროთ, აუცილებელია მისი ყველა ფუნქცია ჩამოვთვალოთ? მაგალითად, ერთქულიანი კითხვა იყო წინა წლების ტესტიდან ოფლის ჯირკვლის ფუნქციის შესახებ და ჩამოთვლილი იყო 3 ფუნქცია, ანუ სამივე უნდა დაგვეწერა ის ერთი ქულა რომ მიგვეღო?
ამ შემთხვევაში შეკითხვას სრული და ამომწურავი პასუხი უნდა გასცეთ.
 
19. აუცილებელია თუ არა გენომური დაავადებების, მაგალითად, კლაინფელტერის, ტერნერის და ა.შ. ცოდნა?
დაავადების დახასიათება არ მოგეთხოვებათ, მაგრამ საგამოცდო პროგრამა ითვალისწინებს ამოცანების ამოხსნას გენომურ მუტაციებზე.  
 
20. რა სახისაა გენეტიკური ამოცანები (სრული, არასრული დომინირება, ეპისტაზი, ...)?
სრული, არასრული დომინირება პროგრამული საკითხებია, ეპისტაზი და არაალელურ გენთა ურთიერთქმედების სხვა ფორმები არაპროგრამული საკითხებია და მათი ცოდნა არ მოგეთხოვებათ.
 
21.  ი-რნმის ნუკლეოტიდებიდან ამინომჟავების დათვლისას უნდა გავითვალისწინოთ თუ არა სტოპ-კოდონი?
ყოველთვის არა. დავალების პირობაში იქნება მითითებული დეტალები და აუცილებელია ყურადღებით გაეცნოთ მას. თქვენ უნდა იხელმძღვანელოთ ამოცანის პირობით და  მითითებული ინსტრუქციით.
 
22.   ციტოპლაზმური მემკვიდრეობის ან გენთა ურთიერთქმედების შესახებ შეგვხვდება კითხვა?
გთხოვთ გულდასმით გაეცნოთ საგამოცდო პროგრამას. ციტოპლაზმური მემკვიდრეობის და არაალელურ გენთა ურთიერთქმედების  საკითხები არ არის პროგრამული.
 
23.  რომელია ბიოლოგიაში ხშირად დაშვებული შეცდომები?
ხშირად დაშვებული შეცდომების შესახებ ინფორმაცია, ასევე განხილვა და ამოხსნის ინსტრუქციები შეგიძლიათ ნახოთ კრებულში აბიტურიენტებისათვის, რომელიც ცენტრის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
 
 
 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სკოლების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კონკურსი გამოცხადდა - ვადები და დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

მიუხედავად იმისა, რომ ნაძვის ხეს სადღესასწაულო დატვირთვა აქვს, ადამიანების ნაწილს, მისი მორთვა ან ძალიან ეზარება, ან უსარგებლო დეკორაციად მიაჩნია

სიახლეები
საზოგადოება