მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, ილემის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და არც ისეთ მნიშვნელოვან თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
ილემის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა და ისტორიკოსმა, ზვიად ნიქაბაძემ მოაწყვეს შეხვედრა თემაზე - „აღმაშენებლიდან დღემდე“.
„მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ოქროსხანის წინაპირობა, გადატანილი „ძლევაი საკვირველი“და დღევანდელი ოკუპაცია“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ილემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ზუსტად იციან, რომ ერის განვითარებისათვის აუცილებელია, ვიცნობდეთ საკუთარ წარსულს, რათა დავგეგმოთ ადეკვატური ნაბიჯები გაერთიანებისა და დამოუკიდებლობისათვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ჯგუფურ მუშაობაში
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...