მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის, დიოკნისის საჯარო სკოლაში, დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და ისეთ ინტელექტუალურ სპორტულ სახეობასაც მისდევენ, როგოირც გახლავთ ჭადრაკი.
28 მარტიდან-15 აპრილის ჩათვლით, ხულოს მუნიციპალიტეტის, დიოკნისის საჯარო სკოლაში ჩატარდა ტურნირი ჭადრაკში, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია ბავშვებში. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები, გამოვლინდნენ გამარჯვებულები და ისინი სკოლის დირექციამ დააჯილდოვა ფასიანი საჩუქრებით.
სამომავლოდ იგეგმება დიოკნისის თემის სკოლებს შორის ტურნირი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. მადლობა გვინდა გადავუხადოთ აჭარის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომრეს, ქალბატონ სალომე მელიას, საჯარო სკოლებში ჭადრაკის წრის გახსნისათვის; ასევე სკოლის ჭადრაკის ხელმძღვანელს - ასლან ძირკვაძესა და სკოლის დირექტორს - რევაზ ძირკვაძეს აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ჯგუფურ მუშაობაში
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...