მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის, საქობოს საჯარო სკოლის 1 „ა“ და 1 „ბ“ კლასებში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, სადაც ბავშვებმა დედაენაზე თქვეს ლექსები და შეასრულეს პატრიოტული სიმღერები.
„ზეიმს ესწრებოდნენ მშობლები, დაწყებითი კლასის მოსწავლეები და დირექცია, იყო ემოციების ზღვა და ჯადოსნური მოგზაურობა ანბანეთში, რომელზე მოგონებასაც ღონისძიების დასასრულს გადაღებული ერთობლივი ფოტოები კიდევ დიდხანს შემოინახავს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის, საქობოს საჯარო სკოლაში, სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟუმში მიმდინარეობს. დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე. და არც ისეთ მნიშვნელოვან თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „KIU-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრის“ საქმიანობას აჯამებს
„მადლობა ჩემი სკოლის ქიმიის მასწავლებელს, რომელმაც საგანი შემაყვარა“ - გაიცანით გიორგი ბალხამიშვილი, რომელმაც ქიმიაში 63-დან 62 ქულა მიიღო
სკოლა ამაყობს, რომ ოთხივე კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და მაღალი ქულებიც მიიღეს
„წარმატებები საქართველოს ყველა ახალფრთაშესხმულ სტუდენტებს, გვიყვარხართ!“ - საყუნეთის საჯარო სკოლა
„მთავარია ჩვენ არ გავჭედოთ ქულების ნახვის დროს!“
„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...