მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ონის მუნიციპალიტეტის, ღების საჯარო სკოლაში, სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და მონაწილეობენ სხვადასხვა სპორტულ ღონსიძიებაში.
ღების საჯარო სკოლამ მონაწილეობა მიიღო ონის მუნიციპალიტეტში გამართულ სპორტის საერთაშორისო ღონისძიებაში. ტურნირზე პირველი ადგილი მინი ფეხბურთში მოიპოვა ღების საჯარო სკოლის გუნდმა და მიიღო ორი თასი - პედაგოგი კი გახლავთ ზურაბ გავაშელიშვილი.
საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ბერდია ალხიძე, საუკეთესო მცველად - როსტომ ლობჯანიძე;
ასევე კარგად ითამაშეს გუნდის წევრებმა: ლუკა გობეჯიშვილმა, გიორგი გობეჯიშვილმა, მათე ლობჯანიძემ, ნიკოლოზ ლობჯანიძემ, გურამ ბოხაშვილმა.
„გამარჯვებულ გუნდს სკოლამ გადასცა სიგელები და საჩუქრები. ვულოცავთ ამ წარმატებას და ვუსურვებთ კვლავ ბევრი გამარჯვება მოეპოვებინოთ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...