მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა საინფორმაციო პრეზენტაცია, მოსწავლეებმა წიაკითხეს ლექსები და სხვადასხვა აქტივობებით კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ღონისძიება ჩაატარეს.
ერის ცხოვრება,
მისი დიდება,
მის ისტორია დაცულ არს ენით;
რა ენა წახდეს,
ერიც დაეცეს...
წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!.. - ამ სიტყვებით დაიწყო ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დუცხუნის საჯარო სკოლაში 2022 წლის 14 აპრილს დედაენის დღისადმი მძღვნილი ღონისძიება. რომელსაც ქართული ენის მასწავლებელი მაყვალა ჯოგლიძე ხელმძღვანელობდა და რომელიც დიდხანს დარჩება მოსწავლეთა მეხსიერებაში.
14 აპრილი დედაენის დღეა. ეს თარიღი 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად დაწესდა. 44 წლის წინ საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. ყველაფერი კი 1978 წლის 24 მარტს დაიწყო, როდესაც გაზეთ „კომუნისტში“ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოქვეყნდა. ახალი ნორმის მიხედვით, საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა, ქართულის ნაცვლად რუსული უნდა ყოფილიყო.
საბოლოოდ კი, 60 ათასიან მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა. საბჭოთა კავშირის ლიდერებმა, საკუთარი ინტერესების გატარება ვერ გაბედეს და უკან დაიხიეს.
იხილეთ ფოტო:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...