მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, ოფურჩხეთის საჯარო სკოლაში, სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
პედაგოგთა და მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით გაიმართა კვირეული, რომლის ფარგლებშიც სამივე საფეხურზე განხორციელდა სხვადასხვა ღონისძიება.
7 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით ყოველი დღე იყო დატვირთული, კერძოდ, მე-7 და მე-8 კლასებში ჩატარდა ღონისძიება: „ლექსები არის ჩვენი საგზალი“. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს თავისი საყვარელი ლექსები.
მე-10 კლასში განხორციელდა პროექტი: „ჩემი ვეფხისტყაოსანი“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა წაიკითხეს ეპიზოდები ვეფხისტყაოსნიდან და შექმნეს კედლის გაზეთი.
ქართული ენის დღის აღსანიშნავად გაიმართა ვეფხისტყაოსნის საჯარო კითხვის დღე, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეები სხვადასხვა კლასებიდან.
მე-6 და მე-7 კლასებს შორის გაიმართა ვიქტორინა თემაზე: „ თუ დაივიწყე ენა ქართული“. მე-9 კლასში ჩატარდა კონფერენცია 14 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შექმნეს კალიგრაფიული ნამუშევრები.
აღნიშნულ კვირეულს ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები: მარინა ბოლქვაძე, მალვინა წიწილაშვილი და თეა ხაცავა.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...