მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.
VIბ კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ისაუბრეს. მათ დედაენასთან დაკავშირებით, მრავალფეროავნი პოსტერები და ბუკლეტები შექმნეს, რაშიც ელექტრონული პროგრამა გამოიყენეს.ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
„მოსწავლეებმა მრავალ ღირშესანიშნავ თარიღთა შორის, განსაკუთრებული სიყვარულით, პატივითა და დიდებით აღნიშნეს „დედაენის" დღე, რომელიც 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა 1990 წელს.
არაერთხელ დამდგარა ქართველი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ერთი მათგანი ამ ავბედითობის ჟამისა 1978 წლის გაზაფხული იყო, როცა ქართული ენა საფრთხის წინაშე დადგა. მიუხედავად მავანისა და მავანის მზაკვრული ცდისა, ენა გადარჩა.
მსოფლიოში ვერ ნახავთ ერს, რომელი ერიც ასე ეფოფინებოდეს, ესიყვარულებოდეს საკუთარ ენას. ქართული ხომ ღვთითკურთხეული ენაა, ხოლო „დედა ენა" - კი წმინდა წიგნია, დედასავით მშობლიური და ერთადერთი, რომლის შუქი და სითბო შორეული ბავშვობიდან მოგვყვება, გვათბობს და გვეფერება. ეს მადლმოსილი წიგნი მრავალჯერ გამხდარა შემოქმედის შთაგონების წყარო“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...