მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა. დაწყებითი კლასის მოსწავლეები გაეცნენ იაკობ გოგებაშვილის ლექსებს მოთხრობებსა და ქართული ენის დღის დაარსების ისტორიას.
„დედაენა წმინდა წიგნია - დედასავით მშობლიური, საყვარელი და სათაყვანო. მისი სითბო შორეული ბავშვობიდან გვათბობს, გვმოძღვრავს, მზის სხივებივით გვინათებს ხვალინდელ დღეს. დღევანდელი გადმოსახედიდან ჩემთვის კიდევ უფრო ძვირფასი, კიდევ უფრო თბილი და ტკბილი, როგორც „დედის იავნანა“. და მართლაც ეს არის - „აი ია, აი თითი, აი მთელი ს ა მ ყ ა რ ო...
იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, ლექსები, მართლაც, რომ ოქროსხმიან სიმებადაა ამოხლართული, ამოქარგული ჩვენს გულებში. ასე აღვნიშნეთ, დედაენის დღე, ლექსებით და ჩვენი ნამუშევრებით მოვეფერეთ მშობლიურ ენას“, - ამბობს გუდაურის საჯარო სკოლის მესამე კლასის მასწავლებელი თამარ მწითური.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...