სიახლეები
სიახლეები

19 აპრილიდან ლექციები იწყება მასწავლებლებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებისთვის
19-04-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად, უკრაინელ მოსწავლეებთან მომუშავე პედაგოგებს ინტერაქციულვებინარებს სთავაზობს.

თემატური ვებინარები, რომლებსაც ცენტრისა და UNICEF-ის გამოცდილი სპეციალისტები და განათლების ექსპერტები გაუძღვებიან, დისტანციურ ფორმატში 19 აპრილიდან  5 მაისის ჩათვლით ჩატარდება. ონლაინ ლექციები, თემატიკის გათვალისწინებით, განკუთვნილია მათთვის, ვინც უკრაინელ მოსწავლეების სასწავლო პროცესშია ჩართული. მათ შორის არიან მასწავლებლები, მანდატურები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და სკოლის თანამშრომლები.

ვებინარების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელღასანხალილთან და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ბერიკა შუკაკიძესთან ერთად გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის დეტალები განიხილეს და სასწავლო პროცესში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეების მხარდაჭერის მიმართულებით მიმდინარე და განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გაეროს ბავშვთა ფონდსუკრაინელი მოსწავლეებისა და მასწავლებლების ხელშეწყობისთვის. მისი თქმით, სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებზე ზრუნვა. ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა.

კერძოდ, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტრომ თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში ზუსტად 2 კვირაში დააფუძნა უკრაინულენოვანი სექტორი, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მშობლიურ ენაზე აქვთ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ვალერიან გობრონიძის განცხადებით, ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში,600-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე იღებს განათლებას.

შეხვედრის მონაწილეებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა უკრაინელი მოსწავლეებისთვის საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერისპროგრამის – STEM კლუბ „ჩხირკედელას“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები გააცნო. უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეები საბუნებისმეტყველო ლაბორატორიას ესტუმრებიან, სადაც რობოტიკის საფუძვლებს გაეცნობიან და სხვადასხვა საინტერესო STEM პროექტებს განახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების ტრანსპორტირებასა და კვებას მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.

თავის მხრივ, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასა უკრაინელი მოსწავლეებისა და მასწავლებლების ხელშეწყობის მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები. როგორც მან აღნიშნა, მასწავლებლების პროფესიული მხარდაჭერა და მათთვის შესაბამისი ვებინარების ჩატარება უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რაც პედაგოგებს მისცემს შესაძლებლობას, დაეხმარონ მოსწავლეებს ომის შედეგად მიღებული სტრესის დაძლევაში.

როგორც ღასანხალილმა განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში UNICEF-ის ინიციატივით ფუნქციონირებს „ბავშვთა უფლებების ცენტრები“, რომლებიც მზად არიან აქტიურად ჩაერთონ საქართველოში მყოფი უკრაინელი მოსწავლეებისთვის მხარდამჭერი პროექტების განხორციელებაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვების შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა

სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის არა მარტო თეორიული ცოდნის გადაცემა, არამედ პრაქტიკული სწავლებაც

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს 

სასწავლო მიზნის მისაღწევად ჩატარდა დაგეგმილი აქტივობა „სასწავლო გაჩერებები“, რომელებიც ემსახურებოდა ახალი ცოდნის სტრუქტურის შექმნას 

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება