სიახლეები
ეტალონი

მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა და მზადება მეორე ტურისთვის - ადიგენის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
12-03-2018
-
+


ადიგენის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ადიგენის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

ადიგენის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ინგა ბოჭორიშვილი:

„შესარჩევი ტური ძალიან ორგანიზებულად და დებულების მიხედვით ჩატარდა ყველა სკოლაში. დაბა ადიგენის საჯარო სკოლაში ვესწრებოდი ტესტირებას. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ჩართულობა მაღალი იყო. ღირსეული კადრები შეირჩნენ. ინტელექტ-ჩემპიონატი სასურველია ყველასთვის და ყოველთვის მაღალი აქტივობით ვმონაწილეობთ. ველოდებით მეორე ტურს, როდის გვესტუმრება „ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფი და პირადად ბატონი გოჩა.  დარწმუნებული ვარ, მეორე ტურშიც ჩვენი ბავშვები მაქსიმალურიად გამოავლენენ თავიანთ ცოდნას.“

ვარხანის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ხობიაშვილი:

„ეტალონში“ წლებია ვმონაწილეობთ. მოსწავლეთა ჩართულობა ყოველწლიურად მაქსიმალურია. წელსაც ძალიან ბევრი მოსწავლე ჩაერთო. რაც შეეხება შედეგებს, საკმაოდ კარგი ქულები დაფიქსირდა. ტესტირებაში ჩართული მოსწავლეების 70%-მა გადალაღახა 50%-იანი ზღვარი. ბავშვები ძალიან მოტივირებულები იყვნენ. ყველას მოგვწონს „ეტალონი“, ეროვნული პროექტია. გამარჯვების იმედით ველოდებით მეორე ტურს.“ 

ვარხანის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნანა მინაძე:

„მთელი სკოლა აქტიურადაა ჩართული „ეტალონში“. ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა, საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს მოსწავლეებმა. ორი მონაწილე გადავიდა შემდეგ ტურში და უკვე ემზადებიან 14 მარტის ღონისძიებისთვის. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატის შესარჩევი ტურის შემდეგ უფრო მოტივირებულები არიან.“

მოხის საჯარო სკოლის დირექტორი ნათია რეხვიაშვილი:

„მოსწავლეები ყოველთვის ინტერესით ერთვებიან „ეტალონში“, მათთვის დიდი მოტივაციაა პროექტში მონაწილეობა. ძალიან დიდი რაოდენობის მოსწავლე ჩაერთო წლევანდელ ტესტირებაში. 4 მათგანი გადავიდა შემდეგ ტურში და იმედი გვაქვს, რომ 14 მარტის ღონისძიებაშიც წარმატებებს მივაღწევთ. დიდი მადლობა პროექტის ორგანიზატორებს, ყოველთვის სიამოვნებით ვითანამშრომლებთ „ეტალონთან“.

ხევაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ცისანა ობოლაძე:

„მოსწავლეები ყოველწლიურად დიდი ინტერესით ელოდებიან „ეტალონის“ ჩატარებას სკოლაში. სანამ ტესტირება ჩატარდება, „ეტალონის“ პედაგოგი  მოსწავლეებს ამზადებს შესარჩევი ტურისთვის. თვითონ ადგენს კითხვებს და ატარებს ტესტირებას, რომ ბავშვები დაძაბულები არ იყვნენ. ეს კი მოსწავლეებს ძალიან ეხმარება. შესარჩევმა ეტაპმა ობიექტურად ჩაიარა, თქვენგან გამოზგავნილი ინსტრუქციების მიხევდით ვიმუშავეთ. სამი მოსწავლე გადავიდა შემდეგ ტურში. ბავშვები აღნიშნავდნენ, რომ ძალიან კარგი კითხვები იყო. ძალიან მოხარული ვარ, რომ მოსწავლეები დაინტერსებული არიან ამ პროექტით,  გარდა სასწავლო მასალისა, ეცნობიან დამატებით ლიტერატურას, მეტს კითხულობენ, რომ პროექტში კარგი შედეგი აჩვენონ. კმაოფილები ვართ „ეტალონთან“ თანამშრომლობით. ეს პროექტი სულ უნდა იყოს, რადგან ძალიან დიდი მოტივატორია მოსწავლეებისთვის.“ 

ხევაშენის საჯარო სკოლის  „ეტალონის“ პედაგოგი იამზე ჯოხაძე:

„მოსწავლეების მზაობა ყოველთვის მაღალია, ბავშვები აქტიურად ერთვებიან ინტელექტ-ჩემპიონატში. აღსანიშნავია, რომ ტესტირებაში ჩართულმა მოსწავლეებმა კატეგორია „თამამი“ შემოხაზეს. ბავშვები ძალიან კმაყოფილები არიან ამ პროექტით, ბევრ ინფორმაციას იგებენ, უფრო მოტივირებულები ხდებიან. მინდა გითხართ, რომ ჩვენ წინასწარ ვემზადებით ინტელექტ-ჩემპიონატისთვის, ვიკრიბებით და ვმეცადინეობთ, დავალებებს ვასრულებთ.“

არლის საჯარო სკოლის დირექტორი მარო ჩხიტუნიძე:

„ამ პროექტის ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ მისი დაარსების დღიდან. ორჯერ მქონდა ბედნიერება, რომ „ეტალონში“ გამარჯვებული მოსწავლეების სკოლის დირექტორი ვყოფილიყავი. 2007 წელს ვუმასპინძლე ინტელექტ-ჩემპიონატს ჩვენს სკოლაში. ბატონი გოჩა საქართველოს დროშით მოვიდა სკოლაში. ძალიან ტკბილად ვიხსენებ იმ წელს. გასულ წელსაც ჩემმა მოსწავლემ გაიმარჯვა. წელსაც გამარჯვების იმედი გვაქვს. აღსანიშნავია, რომ ინტელექტ-ჩემპიონატის პირველ ტურში ჩართული მოსწავლეების რაოდენობა ძალიან მაღალი იყო. ოთხსი მოსწავლე გადავიდა შემდეგ ტურში. მივესალმები ამ პროექტს და დიდი წარმატებები მინდა ვუსურვო. მისი წამყვანი და ავტორი ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი ძალიან პატივსაცემი პიროვნებაა, ქვეყნის ნამდვილი მამულიშვილია. სწორედ ასეთი მამულიშვილების მხრებზე დგას საქართველო. დიდი მადლობა მას ამ არაჩვეულებრივი პროექტისთვის.“

არლის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ეთერ კაჭკაჭაშვილი:

„ეტალონის“ პირველ ტურში ჩვენი სკოლიდან ბევრი მოსწავლე ჩაერთო. ოთხი მათგანი გადავიდა შემდეგ ტურში. ბავშვები დაინტერესებულები არიან ინტელექტ-ჩემპიონატით. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია და დიდხანს უნდა გარგძელდეს.“

უდის N1 საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან გზირიშვილი:

„ეტალონი“ მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ამაღლებს ბავშვების სწავლის მიმართ მოტივაციას. აღსანიშნავია, რომ პირველ ტურში მოსწავლეთა ჩართულობა იყო მაღალი, ის ბავშვებიც ჩაერთნენ, ვინც არ გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით. სამი მონაწილე გადავიდა შემდეგ ტურში. იმედი გვაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ.“

უდის N1 საჯარო სკოლის „ეტალონი“ პედაგოგი სოფიო მერაბიშვილი:

„საკმაოდ მაღალი იყო პირველ ტურში მოსწავლეთა ჩართულობა. გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩავატარეთ შესარჩევი ტური. უკეთეს შედეგს ველოდით, მაგრამ უკმაყოფილო არ ვართ. სამი მოსწავლე გადავიდა მეორე ტურში. ყოველთვის დიდი სიხარულითა და აღფრთოვანებით ველოდებით „ეტალონის“ ჩატარებას. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეები თავიანთ ცოდნას აფასებენ, ინტელექტ-ჩემპიონატი ლოგიკური აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს.“ 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2025 წლის გამოცდებზე რეგისტრაცის დაწყების თარიღი დღეს გახდება ცნობილი

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული მეთოდი

 მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება