მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების კომიტეტი განიხილავს კანონპროექტის, რომლის მიხედვითაც, მასწავლებლობა გამარტივდება - უფრო სწორად, ბაკალავრიატზე მაინორად იქნება შესაძლებელი მასწავლებლობის 60-კრედიტიანი პროგრამა; კანონპროექტში ასევე გაწერილია, რომ ეს არ დაუკავშირდება დამატებით ხარჯებს და მსურველები აღარ გადაიხდიან აღნიშნული პროგრამის საფასურს.
„ცვლილება დადებით გავლენას მოახდენს მასწავლებლობის მსურველ პირებზე, ვინაიდან, თუ პირი გაივლის საბაკალავრო პროგრამას, რომელშიც ინტეგრირებულია 60 კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამა ის აღარ გადაიხდის აღნიშნული პროგრამის გავლისთვის დადგენილ საფასურს.
გავლენის სიდიდე დამოკიდებული იქნება პროგრამის გავლის მსურველთა რაოდენობაზე. გარდა ამისა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუმცირდება შემოსავალი, რომელიც მას უნდა მიეღო 60 კრედიტიანი პროგრამის განხორციელებისას. ხოლო ინტეგრირებული საბაკალავრო პროგრამის გავლის მსურველთა ზრდა, შესაბამისად, გაზრდის სასწავლებლის შემოსავალს. ცვლილება გავლენას მოახდენს იმ აკადემიურ პერსონალზე, რომელიც ასწავლიდა 60-კრედიტიანი პროგრამის გავლისას. აღნიშნული გავლენები ვრცელდება როგორც საჯარო, ისე კერძო სამართლის იურიდიულ
პირებზე“, - აღნიშნულია კანონპროექტში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი