სიახლეები
სკოლები

დედაენის დღესასწაული ვანთის საჯარო სკოლაში
19-04-2022
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა. 

გამართულ ღონისძიებაში პირველი, მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეები, მასწავლებლების ხელმძღვანელობით, მონაწილებდნენ. ღონისძიების მიმდინარეობისას ქართული ენისა და ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ვრცლად ისაუბრეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და აქტივობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. განსაკუთრებული მონდომებით პირველი კლასის მოსწავლეები გამოირჩეოდნენ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2025 წელს მასწავლებელთა ხელფასი არ გაიზრდება? - ბიუჯეტის პროექტი უკვე ცნობილია

„მასწავლებელი ანაზღაურებას გაწეული შრომის მიხედვით უნდა იღებდეს, საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე“ 



თქვენს სკოლაში მოსწავლეთა თვითთმართველობა აქტიურია? 

ცვლილებები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - მინისტრის ბრძანება ძალაშია

პიროვნება

„მასწავლებელი ანაზღაურებას გაწეული შრომის მიხედვით უნდა იღებდეს, საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე“ 



სკოლები

სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლა

„შევუერთდეთ ევროპის ქვეყნებს!“
ცნობილ ზღაპართან ნაცნობობა მასწავლებელმა - ნინო გაგოევმა მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო მოგზაურობად უქცია

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ტრენინგზე ყურადღება დაეთმო გარემოს მდგრადი განვითარების მიზნებს

სკოლის დირექტორი რიმა მელია მისასალმებელი სიტყვით შეხვდა სასკოლო საზოგადოებას... 
საინტერესო

დღეს გაგიზიარებთ 5 რჩევას, როგორ მიიღოთ ეფექტური უკუკავშირი მოსწავლეებისგან 

მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია


სიახლეები
საზოგადოება