ჩაისუბნის N2 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოსწავლეებთან ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
19-04-2022
დაკოპირებულია
-
+
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლის სამოქალაქო კლუბ „სხივის“ წევრებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და მოზარდებში ცნობიერების ამაღლების მიზნით მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან მოაწყეს შეხვედრა.
შექმნეს პოსტერები და წარადგინეს პრეზენტაციები: თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მავნებლობის შესახებ.
კლუბის წევრმა, ანა ყურშუბაძემ წარმოადგინა სლაიდშოუ კოვიდ 19-ის შესახებ და პრეზენტაციაში ისაუბრა მისი გავრცელების გამომწევი მიზეზების შესახებ.
შეხვედრაზე მოწვეული იყო ბიოლოგიის მასწავლებელი მანანა ლემსაძე, რომელმაც მოსწავლეებს ესაუბრა, თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს მოზარდობის ასაკში ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკის გამოყენებამ ბავშვებს, ასევე ისაუბრა ძილის მნიშვნელობაზე, რომ ძილი ადამიანის ჯანმრთელობისათვის აუცილებელი წინაპირობაა. თუ რამდენი საათი უნდა ეძინოს მოზარდს და რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს უძილობამ.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია; მოსწავლეებმა დასვეს კითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები მანანა ლემსაძისგან. შეხვედრა ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო.
აღსანიშნავია, რომ კლუბის ხელმძღვანელი თამილა რიონიძე გახლავთ.
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი