სიახლეები
სკოლები

წაღვლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენას ლექსებით შეასხეს ხოტბა
19-04-2022
-
+


„მხოლოდ დედაენა არის ენა სულისა და გულისა, ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა... მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ“ - იაკობ გოგებაშვილის აღნიშნული სიტყვები გასდევდა ლაიტმოტივად ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლაში გამართულ დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. საქართველოს ისტორიაში ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი II კლასის მოსწავლეებმა აღნიშნეს. 

მათ კარგად იციან, რომ დედაენას მოფერება და მოფრთხილება სჭირდება. მეორეკლასელებმა საკლასო ოთახის გაფორმებაში მიიღეს მონაწილეობა და ქართულ ენას ლექსებით შეასხეს ხოტბა. ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

16 წელი აგვისტოს ომიდან... 

EMIS - მა სტაჟიორთა შერჩევა დაიწყო - განაცხადის ვადები, ანაზღაურება და სხვა დეტალები ცნობილია

გასაჩივრების შემდგომ ქულა შეიძლება დაგაკლდეთ - რა რჩევებს აძლევს NAEC აბიტურიენტებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „KIU-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრის“ საქმიანობას აჯამებს


პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სიახლეები
საზოგადოება