მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საჯარო და კერძო სექტორში დასვენების დღეები ოფიციალური დოკუმენტითაა გაწერილი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დიდ ხუთშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, ფეხთბანას, გეთსემანიის ბაღში ლოცვას და იუდას გამცემლობას, საზოგადოებაში ყოველთვის ჩნდება კითხვა - ისვენებს თუ არა სკოლები და ბაღები დიდ ხუთშაბათს?
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ დამატებით განგვემარტა, რომ დიდი ხუთშაბათი დასვენების დღე არ არის და სასწავლო თუ სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში უნდა წარიმართოს, ზოგადსაგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებები კი პარასკევიდან 4 დღით დაიხურება; აქვე შეგახსნებთ, რომ ეს რეგულაცია ეხება საჯარო დაწესებულებებს, კერძო სკოლები და ბაღები კი დასვენების დღეს თავად განსაზღვრავენ.
იხილეთ ასევე:
რამდენი ოფიციალური დასვენების დღე გვაქვს საქართველოში
2021-2022 სასწავლო წლის კალენდარი ცნობილია
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლებს ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში
„სწავლა სინათლეა“ – სულორის საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე
„9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეა, თუმცა იმავდროულად ეროვნული თვითგამორკვევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოც…“
მოსწავლეებმა შექმნეს 9 აპრილისადმი მიძღვნილი პოსტერები