თივის საჯარო სკოლაში დედაენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
19-04-2022
დაკოპირებულია
-
+
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში დედაენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა ლექსები და სიმღერები წარმოთქვეს. მოსწავლეებმა, ასევე ამ დღის მნიშვნელობასა და ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში გამართული ღონისძიება ლამაზად გაფორმებულ გარემოში წარიმართა, რამაც საზეიმო განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.