„ბუნებას უნდა მოვეფეროთ“ - პატარა გარემოსდამცველები შორაპნის საჯარო სკოლიდან
19-04-2022
დაკოპირებულია
-
+
ზაზა ფერაძის სახელობის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, შორაპნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და პარალელურად, ბავშვები აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში; დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ პროექტებში და ისიც კარგად იციან, რომ გარემოს გაფრთხილება სჭირდება.
დღეს აქტუალური საკითხია ბუნების დაცვა და ეკოლოგიური პრობლემები. სწორედ ამიტომ, შორაპანში ახალგაზრდებმა ბუნების სიყვარულსა და დაცვას მიუძღვნეს პროექტი - „დავიცვათ ბუნება“, რომელშიც დიდი ინტერესით ჩაერთნენ ზაზა ფერაძის სახელობის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, შორაპნის საჯარო სკოლის IIIა კლასის მოსწავლეები, უსაყვარლესი დამრიგებლის - მზია ჯაფარიძის ხელმძღვანელობით.
ბავშვებმა საკუთარი ხელით შექმნეს თემატური ნამუშევრები, თანატოლებს არაერთი საინტერესო ფაქტი გაუზიარეს გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ, კიდევ ერთხელ, შეახსენეს მსოფლიოს, რომ დედაბუნებას გაფრთხილება სჭირდება და ამაზე თითოეულმა ჩვენგანმა ყოველდღე უნდა იზრუნოს.
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი