სიახლეები
სიახლეები

ხატვით გადმოცემული მომავლის იდეები - KIU-ს ელჩის, არჩილ თოდუას ისტორია
19-04-2022
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი წარმატებული და აქტიური სტუდენტია არჩილ თოდუა.  ნიჭიერი ახალგაზრდა KIU-ში უმაღლესი საგრანტო ქულებით ჩაირიცხა, ის მენეჯმენტის პროგრამის პირველკურსელია. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, საუკეთესო 100-ულში 29-ე  ადგილი უკავია. მისი მიღწევებისა და შესაძლებლობების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი და შთამბეჭდავია. ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, უნივერსიტეტში 100%-იანი სახელმწიფო გრანტით ჩააბარა, რაც მას სწავლის გადასახადისგან სრულად ათავისუფლებს, KIU-მ კი შესანიშნავი მიღწევების გამო, ულტრათანამედროვე კამპუსში ცხოვრების გადასახადისგან გაათავისუფლა, ასევე დაუნიშნა ყოველთვიური სტიპენდია. 

წარმატებულ სტუდენტს ბევრი, ერთმანეთისგან განსხვავებული სფერო იზიდავს. მრავალფეროვანია მისი ინტერესები და მიზნებიც. STEM დარგების მსგავსად დაინტერესებულია თანამედროვე არტით,  მოდის დიზაინით, საზოგადოებრივი მეცნიერებებით, კინემატოგრაფიით, კომუნიკაციის ხელოვნებით. ტექნიკური მიმართულებების დაუფლების პარალელურად, თავისუფალ დროს ხატვას და შემოქმედებას უთმობს. 

„KIU-ს მენეჯმენტის პროგრამა იმიტომ ავირჩიე, რომ აქ მიღებული ცოდნით შევძლებ კომუნიკაციის უნარებზე ვიმუშაო და, ამასთან, ტექნიკური უნარები განვივითარო, რომელთა გამოყენებასაც მრავალ სხვა სფეროში შევძლებ. ცოტაა ისეთი რამ, რისი მუდმივად კეთებაც არ მომბეზრდება, ერთ-ერთი ასეთია ხატვა. ბავშვობიდან ვხატავ და მომავალშიც ვაპირებ გავაგრძელო, რადგან ეს ჩემი, ტექნიკური მიმართულებით განვითარებული ცხოვრებისაგან დროებით თავის დაღწევის ერთ-ერთი გზაა. ჩემითვის ხატვა იდეებისა და ემოციების გადმოცემის საუკეთესო საშუალებაა. ის მეხმარება ყველაფერს სხვა თვალით შევხედო და მრავალ სფეროში განსაკუთრებულ უპირატესობას მანიჭებს. მოდისა და მოდის დიზაინის მიმართ უდიდესი ინტერესიც, სწორედ ხატვის სიყვარულიდან მოდის“, - აღნიშნავს სტუდენტი.

სკოლის პერიოდში მიღწეულ უდიდეს წარმატებად მისი და მისი კლასელის მიერ შექმნილ დამოუკიდებელ პროექტს - "KITE" (Komarovi Inspirational Talk for Education) მიიჩნევს. აღნიშნული მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეთა პროფ-ორიენტაციასა და კარიერული ინტერესების გაღვივებაზე ზრუნვას. პროექტის ფარგლებში სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ეწვია. ისინი ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ და პროფესიის არჩევაში ეხმარებოდნენ. არჩილი ასევე მონაწილეობდა ახალგაზრდულ ბანაკებში. 

ბუნებით აქტიური და შემოქმედი ბიჭი KIU-ს ელჩიცაა. თანატოლებთან ერთად ცდილობს კამპუსზე სტუდენტური ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი გახადოს და ახალი პროექტებისა და იდეების ინიციატორი იყოს. 
„უნივერსიტეტის არჩევისას KIU-მ ჩემი ყურადღება სწავლების ხარისხის გარდა სხვა რამდენიმე ფაქტორითაც მიიპყრო. ინგლისურენოვანი პროგრამები, საერთაშორისო კავშირები და, რა თქმა უნდა, კამპუსი - ამ ფაქტორების კომბინაციამ მიბიძგა ამერჩია ის ადგილი, სადაც ჩემი ძლიერი მხარეების უმეტესობას გამოვავლენდი. ვთვლი, რომ საერთო სტუდენტური გამოცდილების მხრივ KIU სხვა ნებისმიერი ქართული უნივერსიტეტისგან გამოირჩევა და იძლევა საშუალებას, უამრავი სასარგებლო უნარის განვითარებაზე ერთად იმუშაო. სტუდენტური ინიციატივების ხელშეწყობა და პროექტთა დაფინანსების იდეაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი იყო, რატომაც გადავწყვიტე აქ სწავლა“, - აცხადებს სტუდენტი.

როგორც თავად ამბობს, მისი უახლოესი სამომავლო გეგმები მარტივი და მკაფიოა. სურს, რომ პროფესიის შესაბამისი, მაღალი ხარისხის ცოდნა და გამოცდილება მიიღოს, გაცვლით პროგრამებში ჩაერთოს, სწავლის პარალელურად თავის ღრმა ინტერესს გაჰყვეს მოდის დიზაინში, გამოიყენოს KIU-ს მენეჯმენტის სკოლაში მიღებული ცოდნა კარიერული მიზნების მისაღწევად - იქნება ეს საკუთარი ბრენდის გახსნა თუ რომელიმე წარმატებული ბრენდისთვის მუშაობა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც

წიგნიერების დღესასწაულს არაერთი კლასი გამოეხმაურა

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება