ძველი ქანდის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა
20-04-2022
დაკოპირებულია
-
+
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქანდის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.
მოსწავლეებმა აღნიშნული დღე სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს.
კვირეულის ორგანიზატორები ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები - ლელა ყალიონაშვილი და ხათუნა ივანიძე (ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა) გახლდათ.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.