მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში ახალგაზრდა შემოქმედის დიმიტრი უზარაშვილის შემოქმედებითი საღამო „ცხრამეტი მე“ გაიმართა.
საღამო, დირექციის ინიციატივით და ორგანიზებით, სკოლის დარბაზში ჩატარდა. მასში მეათე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ. ღონისძიების რეჟისორი ნანა ჯალაღონია იყო.
დიმიტრი უზარაშვილის ჩანახატები, მოთხრობები და ნოველები ქართული ენის მასწავლებელმა ლელა თოდუამ, მუსიკის მასწავლებელმა ზურაბ კვერნაძემ, ლილი ჯიქიამ, ლუკა ფაცაციამ, მარიამ ლუტიძემ, თაკო ლაოშვილმა, ნინო ტატინაშვილმა, ქეთევან აბაკელიამ, თაკო აბრალავამ, მარიამ ეგაძემ, ანი ქოჩქიანმა და თავად ნაწარმოებების ავტორმა წაიკითხეს.
ამსთანავე, ქართული ენის მასწავლებელი ლელა თოდუა ღონისძიების ტექნიკური, ხოლო მუსიკის მასწავლებელი ზურაბ კვერნაძე მუსიკალური ხელმძღვანელი იყო.
შემოქმედებით საღამოზე ავტორის ნახატებიც იყო გამოფენილი. ისინი ზეთისა და აკრილის საღებავებითაა შესრულებული.
საღამოს მოწვეულ სტუმრებთან ერთად, მასწავლებლები და მთავარი გმირის მეგობრები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებამ დიდი მაყურებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია, ამიტომაც ის მომავალში კვლავ გაიმართება.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის შემოქმედებითი საღამოს ყველა მონაწილეს - პედაგოგებს: ლელა თოდუას, ზურაბ კვერნაძეს; მეთორმეტე კლასის დამრიგებელს- დალი ფირცხალავას, მოსწავლეებს: ლუკა ფაცაციას, მარი ლუტიძეს, ნინო ტატინაშვილს, ლილი ჯიქიას, ქეთევან აბაკელიას, თაკო ლაოშვილს, თაკო აბრალავას, მარიამ ეგაძეს, ანი ქოჩქიანს. მშობელს- ანიკო ივარდავას. ხელოვნების პედაგოგს - თამთა ნათიძეს და სრულიად სასკოლო საზოგადოებას, პედაგოგიურ გუნდს.
„ახალგაზრდა შემოქმედის პროზაული ნაწარმოებები სითბოთი და სევდით არის გაჯერებული... მის თითოეულ სიტყვაში ადამიანური სიყვარული იგრძნობა. იგი საოცრად თბილი პიროვნებაა, რასაც წერს, ყველაფერს გულით წერს... არავითარი სიყალბე, არავითარი ფარისევლობა... მისთვის გულწრფელობა მთავარი დამახასიათებელი ნიშანია.
შემოქმედებით საღამოზე გამოფენილი იყო დიმიტრი უზარაშვილის ნახატები, რომელიც შესრულებულია ქაღალდზე და ტილოზე როგორც ზეთის, ასევე აკრილის საღებავებით. ნახატებისთვის დამახასიათებელია ხედვის ახლო წერტილი, უშუალობა.
ზოგიერთ ნახატში მხატვარი ძლიერ უახლოვდება თავის გმირებს, ავსებს მათი გამოსახულებებით მთელ სასურათო სიბრტყეს და ამით ანიჭებს მათ საგანგებო მნიშვნელოვნებას. სქელი კონტურით იგი შემოხაზავს ფიგურებს და გამოკვეთავსმათ სილუეტს. დეტალების აქცენტირებით აძლიერებს ნახატის გამომსახველობას.
უმეტეს შემთხვევაში, დიმიტრის როგორც ნოველების, მოთხრობების, ისე ნახატების პერსონაჟები ფსიქოლოგიურად თავად მისი დაკვირვებების და ანალიზის, სხვა ადამიანების ემოციების შთაბეჭდილებების ნაზავია... იგონებს პერსონაჟს, აძლევს სხეულის ენას, და ქმნის მის გარშემო სიტუაციას, ხანდახან ეს პერსონაჟი ძალიან ჰგავს, ხანდახან ნაკლებად. ამ პერსონაჟებითის თანამედროვეობაზე ჰყვება“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
დიმიტრი უზარაშვილი 2004 წლის 22 მარტს დაიბადა. ის ბავშვობიდან მუსიკალურ ოჯახში იზრდებოდა, უყვარს ხატვა. მას მრავალ ღონისძებაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ამ ინფორმაციას სკოლა გვიზარებს.
მონაწილეობდა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მე-10 კლასელები საკითხს ჩაუღრმავდნენ, შეისწავლეს და ცოდნა გაიმდიდრეს