დედაენის პატარა მცველები თბილისის N108 საჯარო სკოლიდან
20-04-2022
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N108 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს. პირველკლასელებმა ეს მეტად მნიშვნელოვანი დღე ყველას მიულოცეს. პატარებმა პედაგოგების ხელშეწყობით მრავალფეროვანი აქტივობები წარადგინეს, რომლებშიც ბავშვები დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.
მოსწავლეების აქტივობას ფონად ქვემოთ აღნიშნული ლექსი გასდევდა:
ქართული მარტო ენაა?! -
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა! -
იმოდენაა!
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღესთან დაკავშირებით და პირველკლასელების განხორციელებული აქტივობების შესახებ სპეციალური ვიდეორგოლი მომზადდა.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.