მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სააღდგომო სუფრის მთავარი ატრიბუტი მწვანე ჯეჯილზე გაწყობილი წითელი კვერცხი და პასკაა. კვერცხის შეღებვის ტრადიცია კი წითელ პარასკევთან, ანუ ქრისტეს ჯვარცმის დღესთან არის დაკავშირებული. ტრადიციის თანახმად, სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება.
დროსთან ერთად კვერცხის შეღებვის მეთოდებიც უფრო მრავალფეროვანი გახდა. ზოგი პასტელურ ფერებს, ზოგი მოხატვას და ზოგიც ფიგურების გამოსახვას ანიჭებს უპირატესობას. თუმცა წითელი ფერი მაინც კლასიკად რჩება და ამ ფერს გაცილებით ბევრი ადამიანი ირჩევს. ამიტომაც, სწორედ კვერცხების წითლად შეღებვის საუკეთესო მეთოდს გასწავლით.
კვრცხის შესაღებად მთავარი ინგრედიენტი ენდროა, თუმცა, ლამაზი ფერის მიღების საიდუმლო სხვა ინგრედიენტში იმალება. ეს არის ხახვის ფურცლები. თუ ენდროს ხახვის ფურცლებს დაუმატებთ კვერცხს გაცილებით ლამაზი ფერი ექნება, ვიდრე მის გარეშე.
დიასახლისების კიდევ ერთი პრობლემა არის ხარშვისას კვერცხის დასკდომა, ამას კი წყალში ცოტაოდენი მარილის დამატება აგარიდებთ. ამასთან, გირჩევთ სოფლის კვერცხის გამოყენებას, ვიდრე ფერმის კვერცხს. მას უფრო სქელი ნაჭუჭიც აქვს და გვიანაც ტყდება. თუ მაინც არ გაქვთ სოფლის კვერცხი, ფერმის კვერცხი საშუალო ზომის შეარჩიეთ, უფრო გამძლე ნაჭუჭი აქვს.
მაშ ასე, გთავაზობთ, კვერცხის შეღებვის ტრადიციულ მეთოდს:
დაგჭირდებათ:
კვერცხი
ენდრო (ფესვები ან ფხვნილი)
ხახვის ფურცლები
წყალი
მარილი
შეღებვის წესი:
თუ ენდროს ფესვებს იყენებთ, უნდა დანაყოთ 2-3 კონა და ისე შეურიოთ ხახვის ფურცლებთან. თუ ფხვნილი გაქვთ მაშინ უბრალოდ მოაყარეთ ხახვის ფურცხლებს, 1 ლიტრ წყალზე 1ს/კ . შემდეგ უმატებთ წყალს და ცოტაოდენ მარილს. მიღებულ ნაზავს ადუღებთ 30 წუთის განმავლობაში და შემდეგ აციებთ. გაციებულ ნარევში ჩააწყობთ შესაღებად არჩეულ კვერცხებს და ადუღებთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ კვერცხი მუქ ფერს არ მიიღებს. ამ დროის გასვლის შემდეგ, კვერცხს 30 წუთით ჩატოვებთ ქვაბში, ამოლაგების შემდეგ კი ცივ წყალს გადაავლებთ და წითელი კვერცხებიც მზადაა. ასეთი მეთოდით შეღებილი კვერცხი ლამაზ ფერს იღებს და ბევრად უფრო მიმზიდველად გამოიყურება.
წითელი კვერცხები შემოაწყვეთ ჯეჯილზე და გემრიელად მიირთვით, მრავალ ბედნიერ აღდგომას დაესწარით!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექცი
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...