სიახლეები
სიახლეები

რომელი რუბრიკა დაეხმარება მასწავლებელს განმსაზღვრელი შეფასების დაწერაში? - ანალიტიკური და ჰოლისტური რუბრიკის დადებითი და უარყოფითი მხარეები
28-05-2022
-
+


მოსწავლეთა შეფასება მასწავლებლის სუბიექტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე არ ხდება. პედაგოგები შეფასების რუბრიკებს იყენებენ, რომლის მიხედვითაც მარტივია დადგენა, რა ცოდნას ფლობს მოსწავლე, რამდენად კარგად აქვს შესრულებული დავალება და ა.შ.

რუბრიკის ძირითადი ტიპებია ანალიტიკური და ჰოლისტური. რა განსხვავებაა მათ შორის? რომელი რუბრიკის გამოყენება აძლევს პედაგოგს უფრო მეტ ინფორმაციას მოსწავლეზე? რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს თითოეულ რუბრიკას? რომელი რუბრიკა დაეხმარება მასწავლებელს განმსაზღვრელი შეფასების დაწერაში? მოდით, შევადაროთ:

ანალიტიკურ რუბრიკაში შეფასების კრიტერიუმები წარმოდგენილია ცალ-ცალკე, მიღწევის დონეები აღწერილია თითოეული მათგანისათვის, ასევე ცალ-ცალკე. გარდა ამისა, თითოეული კრიტერიუმი  ფასდება დამოუკიდებლად, შესაბამისი მიღწევის დონეების მიხედვით.

ჰოლისტურ რუბრიკაში შეფასების კრიტერიუმები წარმოდგენილია ერთად, მიღწევის დონეები კი მოცემულია ამ ერთობლიობისთვის, ფასდება ყველა კრიტერიუმი ერთიანად, წარმოდგენილი შეფასების დონეების მიხედვით.

ანალიტიკური რუბრიკის დადებითი მხარეები:

გვაწვდის დეტალურ ინფორმაციას შესასრულებელი დავალების შესახებ, რაც:

  • მასწავლებელს უადვილებს შეფასების პროცესს;
  • მოსწავლეებს უადვილებს იმის აღქმას, რა და როგორ უნდა შეასრულონ;
  • ასრულებს განმავითარებელი შეფასების მძლავრი იარაღის როლს;
  • ის განმსაზღვრელი შეფასებისთვისაც კარგი ინსტრუმენტია;
  • ამცირებს სუბიექტურობის ფაქტორს შეფასების პროცესში.

ანალიტიკური რუბრიკის უარყოფით მხარედ კი შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ:

  • მის შექმნას სჭირდება ბევრი დრო;
  • სჭირდება გამოცდილება: კრიტერიუმები და აღწერილობები;
  • ვრცელია და მოსწავლეებმა შეიძლება დაიზარონ მისი გულდასმით წაკითხვა.

ჰოლისტური რუბრიკის დადებითი მხარეები:

  • ადვილად შესადგენია
  • მის შექმნას სჭირდება ცოტა დრო
  • მოსწავლეები თავადაც შეძლებენ მის შედგენას და გამოყენებას.

ჰოლისტური რუბრიკის უარყოფით მხარედ კი შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ:

  • მოსწავლისთვის და მასწავლებლისთვის ნაკლებ ინფორმაციულია;
  • განმავითარებელი შეფასების მიზნებისთვის ნაკლებ ეფექტურია.

მასწავლებლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელი რუბრიკის შექმნაა უმჯობესი ამა თუ იმ დავალებისთვის. ამასთან, პედაგოგმა მოსწავლეებს შეფასების კრიტერიუმები ყოველთვის წინასწარ, დავალების შესრულებამდე უნდა გააცნოს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

ბაღებში აღრიცხვის ელექტრონული სისტემის დამონტაჟება სექტემბრიდან დაიწყება

მასწავლებლის სახლის თანამშრომლებმა 300 ათას ლარამდე პრემია აიღეს - 2024 წლის მონაცემები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები

ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩატარდა

საბუეს საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობა ჩატარდა

VI კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია საქართველოს დიდი ქალაქების შესახებ

სკოლაში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საინტერესო

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება