სიახლეები
სიახლეები

რა განსხვავებაა ფუნქციურ წერასა და არგუმენტირებულ ესეს შორის?
30-04-2022
-
+


მასწავლებლებს გამოცდაზე სხვადასხვა ტიპის წერითი დავალების შესრულება ევალებათ. მათ შორისაა ფუნქციური წერა და არგუმენტირებული მსჯელობა წარმოდგენილ საკითხზე.

ფუნქციური წერის ცოდნა მხოლოდ იმ პედაგოგებს მოეთხოვებათ, რომლებიც სტატუსის ამაღლებას აპირებენ, არგუმენტირებული მსჯელობა და ტექსტის ანალიზი კი ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე დაწყებითის მასწავლებლებს უნდა შეეძლოთ.

როგორც ფუნქციურ წერა, ასევე არგუმენტირებული ესე მოითხოვს მსჯელობასა და საკუთარი მოსაზრების დასაბუთებას. მაშინ რა განსხვავებაა მათ შორის? რა კრიტერიუმებით შემოწმდება ნამუშევრები?

ტესტში, სადაც მასწავლებელს არგუმენტირებული მსჯელობა მოეთხოვება, ძირითადი კრიტერიუმებია: მთავარი სათქმელის განსაზღვრა, პრობლემის აქტუალურობის ხაზგასმა, მსჯელობის დამაჯერებლად დასაბუთება. ამ ტიპის დავალებაში პედაგოგმა უნდა მოიყვანოს თითო არგუმენტი როგორც მოცემული ნააზრევის გასამყარებლად, ასევე მის საწინააღმდეგოდ. ორივე არგუმენტის დასაბუთება აუცილებელია, შემდეგ კი მასწავლებელმა უნდა გამოხატოს, თავად რომელ არგუმენტს ემხრობა, რომელია მისთვის უფრო მისაღები. თუ ამ დავალებაში პედაგოგი დაუშვებს ერთი გრამატიკულ ან პუნქტუაციურ შეცდომას, ან ნაშრომში იქნება სტილისტიკური ხარვეზი, მას 1 ქულა დააკლდება.

რაც შეეხება ფუნქციურ წერას, ამ ტიპის დავალებაში ძირითადი კრიტერიუმებია: მოთხოვნის ჩამოყალიბება  და მსჯელობის დასაბუთება, ასევე მნიშვნელობა ენიჭება ნაშრომის აგებას, სტილს, ლექსიკას, სინტაქსურად, ტექსტის მორფოლოგიურად და პუნქტუაციურად გამართვას (არ უნდა იყოს დაშვებული 10 შეცდომაზე მეტი).

შეფასების კრიტერიუმებიდან გამომდინარე, მასწავლებელს არგუმენტირებული ესეს წერის დროს გრამატიკული, პუნქტუაციური და სტილისტიკური შეცდომები არ ეპატიება. ფუნქციურ წერაში კი ამ ტიპის შეცდომა 10-ზე მეტი არ უნდა იყოს. ეს განსხვავება გასაგებიცაა, არგუმენტირებული მსჯელობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს მოეთხოვებათ, ფუნციური წერა კი სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლებისთვისაა განკუთვნილი, მათ შორის კი მხოლოდ ფილოლოგები არ არიან.

ძირითადი განსხვავება რაც ამ ორი ტიპის დავალებას შორისაა, ისაა, რომ ფუნქციურ წერას ოფიციალური სახე აქვს, ეს არის წერილი, რომელშიც მასწავლებელმა უნდა მიმართოს სხვა პიროვნებას ან ორგანიზაციას რაიმე მიზნით და საკუთარი მოთხოვნა მკაფიოდ, არგუმენტირებულად უნდა ჩამოაყალიბოს.

ამ ორი ტიპის დავალებისთვის საერთოა: დასაბუთებული მსჯელობა, მყარი არგუმენტების მოშველიება და სწორედ იმ საკითხზე წერა, რაც მოგეთხოვებათ. თუ თემას აცდებით, ნაწერი არ გასწორდება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“

ვის დაუბრუნდება ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისთვის გადახდილი თანხა უკან - ვადები და სხვა დეტალები

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება