ბათუმის N22 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები თოჯინების თეატრში იმყოფებოდნენ
21-04-2022
დაკოპირებულია
-
+
ბათუმის N22 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა პედაგოგის, მზევინარ თავდგირიძის ხელმძღვანელობით დედაენის დღესთან დაკავშირებით ხელვაჩაურის თოჯინების სახალხო თეატრი მოინახულეს, სადაც სპექტაკლი „აბა, მიციკი“ იხილეს.
სპექტაკლის ნახვის შემდეგ ღია გაკვეთილი ჩატარდა, მოსწავლეები მუშაობას ჩვეული რიტმით შეუდგნენ და დაწერეს ზღაპრის შინაარსი, დაახასიათეს პერსონაჟები, ბავშვებმა შეარჩიეს ზღაპრის ეპიზოდი და დახატეს ილუსტრაცია; შექმნეს კომიქსები და გააკეთეს ვენის დიაგრამა.
„ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ, შენ ჩვენო ნიჭო, სრბოლავ და ფრენავ“.. დედაენის დღეს გილოცავთ მე და ჩემი მე-3 კლასი - პატარებმა ნახეს სპექტაკლი „აბა, მიციკი". შემდეგ ჩავატარეთ ღია გაკვეთილი - თვალით დანახული ზღაპრული სამყარო; ჩემი პატარები მთელი ემოციებითა და ენთუზიაზმით ჩვეული რიტმით შეუდგნენ მუშაობას. უღრმესი მადლობა კულტურის სახლის დირექტორს, ქალბატონ ნატო შერვაშიძეს, რეჟისორ მეგი მახაჭაძესა და მსახიობებს... პედაგოგი მადლობას უხდის კულტურის სახლის დირექტორს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.