მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს. საქართველოს ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი მიუძღვნეს.
ისინი გაეცნენ 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს, გაითავისეს და გაიაზრეს 14 აპრილის მნიშვნელობა, მოიძიეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები და გამოჩენილი პიროვნებების ნააზრევი.
მოსწავლეთა კედლის გაზეთი შთამბეჭდავი გამოვიდა.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს - ცნობარი განახლდა !
„ოთხი კურსდამთავრებულიდან ოთხივე სტუდენტია“
სოფელ ახალქალაქს სახელი შეეცვალა
„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“