ქუთაისის N3 საჯარო სკოლაში ფოტოკონკურსი „ცხოველები - თერაპია“ გამოცხადდა
21-04-2022
დაკოპირებულია
-
+
წმიდა ნინოს სახელობის ქუთაისის N3 საჯარო სკოლაში ფოტოკონკურსი თემაზე - „ცხოველები - თერაპია“ გამოცხადდა.
კონკურსის მიზანია: მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება და სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება.
დასაშვებია კონკურსის თემის ინდივიდუალური ინტერპრეტაცია, მაგრამ საკონკურსო ნამუშევრები უნდა ასახავდეს კონკურსის თემას.
მონაწილეობის პირობები:
კონკურსში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია.
საკონკურსო ფოტოების წარდგენის პროცედურა კი შემდეგია:
1. კონკურსანტმა საკონკურსო ფოტო ნამუშევრები უნდა წარადგინოს წმინდა ნინოს სახელობის ქუთაისის N3 საჯარო სკოლაში.
მისამართი: წმინდა ნინოს N2. ( შესაბამისი ჯგუფის დამრიგებლებთან ან ინფორმაციულ მენეჯერთან).
ფოტო ნამუშევარს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია:
კონკურსანტის სახელი, გვარი, კლასი, ტელეფონის ნომერი;
დაუშვებელია ფოტოზე ავტორის ვინაობის/ფსევდონიმის/ლოგოტიპის მითითება. ამგვარი ფოტოები უპირობოდ მოიხსნება კონკურსიდან;
ფოტო განთავსებული უნდა იყოს A4 ზომის გლუვ (მატოვი) ქაღალდზე;
საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 27 მაისის ჩათვლით;
კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს ფოტოების შეუზღუდავი რაოდენობა. არათემატური ფოტოები მოიხსნება კონკურსიდან;
კონკურსანტი ვალდებულია იყოს ნამუშევრის ავტორი;
დამუშავება ციფრული რედაქტორების საშუალებით შესაძლებელია, მაგრამ აკრძალულია ფოტომონტაჟი;
ფოტოები არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო, ტექსტურ წარწერებს ან გრაფიკულ ელემენტებს, რაც არ წარმოადგენს კომპოზიციის ორგანულ ნაწილს.
გამარჯვებულებს შემდეგი სახის პრიზები გადაეცემათ:
საუკეთესო ფოტო ნამუშევრები გამოიფინება სკოლის სივრცეში 1 ივნისს და მიეძღვნება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს;
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სპეციალური სერტიფიკატი.
შეფასების პროცესი:
ფოტო ნამუშევრები შეფასდება ჟიურის მიერ. ჟიური, დაკომპლექტებულია ორგანიზატორთა და ხელოვანთა წარმომადგენლობით;
ჟიური ნამუშევრებს განიხილავს სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, კერძოდ, კონკურსის თემა, შინაარსი, ფოტოს ხარისხი, ტექნიკური შესრულება, კომპოზიცია და ორიგინალურობა.