მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ჩაატარეს ღონისძიება:. ბავშვებმა უსაყვარლეს მასწავლებლებთან - ელიტა კახიძესთან ერთად, ვრცლად ისაუბრეს დედამიწის არსზე, დანიშნულებასა და ადამიანის როლზე. ყველაფერთან ერთად, პატარებმა მოაწყვეს გამოფენა და კიდევ ერთხელ შეახსენეს ყველას - „დედამიწა ჩვენი სახლია“ და მას გაფრთხილება სჭირდება.
ბათუმის N22 საჯარო სკოლაში, სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში.
დედამიწის დღე კი 1970 წლის 22 აპრილიდან აღინიშნება, ამ დღეს ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად, დედამიწის დღე ერთ-ერთი მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა. რომელშიც მსოფლიოს 175 ქვეყნის 17000-მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო