მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუსთავის საბავშვო ბაღებში ბავშვთა ჩარიცხვის შესახებ დადგენილებაში საკრებულომ გარკვეული ცვლილებები შეიტანა:
კონკრეტულად კი „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ფილიალებში სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ჩარიცხვა განხორციელდეს რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში;
რუსთავში დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ – დევნილ სკოლამდელი ასაკის ბავშვების შემთხვევაში, ჩარიცხვა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით
2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, 2022 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქე 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების და ასევე იმ ბავშვების, რომელთაც საჯარო სკოლებში მიმდინარე სასწავლო წლის დაწყების შემდგომ მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში უსრულდებათ 6 წელი, ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ფილიალებში ჩარიცხვა განხორციელდეს, დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნების გარეშე
2022 წლის 1 იანვრამდე საქართველოში შემოსული მე-3 მუხლით გათვალისწინებული უკრაინის მოქალაქეების ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ფილიალებში ჩარიცხვა განხორციელდეს დროებითი ცხოვრების უფლების, ბინადრობის ნებართვის ან/და ბინადრობის უფლების მაძიებლის სტატუსის არსებობის შემთხვევაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა